ერაყი

შესატანად აკრძალული საგნები:
ფოტოაპარატები, ყველა სახის ბინოკლი; ციტრუსები (ფორთოხალი, ლიმონი, მანდარინი, გრეიფრუტი), ყურძენი; მონეტების მსგავსი ლითონის საგნები; უცხოური ლატარიის ბილეთები; მელნის გამხსნელი ნივთიერებები; სითხეები და ნივთიერებები, რომლებიც ადვილად გადადიან თხევად მდგომარეობაში; მინის საგნები და ანალოგიური მსხვრევადი ან ფუჭებადი საგნები; აბრეშუმის გადასაფარებლები; მაგნიტოფონის ფირები; საფოსტო  ბარათები; ასანთი; ისრაელიდან გამოგზავნილი ყველა საქონელი; სახელმწიფოს მიერ აკრძალული გაზეთები, ფერწერული ნამუშევრები; საბეჭდი მანქანები და მათი ნაწილები; სპეციალური გრამფირფიტები; ტრანზისტორული რადიომიმღებები; ბუტანის სანთებელები; ბინოკლები; დაბინძურებული საგნები; რეზინის საწოვარები; საპონი; ტანსაცმელი და თეთრეული; ქილები კვების პროდუქტებისათვის; ცხოველები; კანაფი; ბამბა; იარაღი; კანფეტები იმპორტული წვენით; დამამზადებელი საწარმოს მარკები; არაკონსერვირებული ხორცი; იაპონური საპარსი ფუნჯები; ჩაი; კონსერვები; რძე.


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:
რადიომიმღებები და მათი ნაწილები - ერაყის კავშირგაბმულობის გენერალური ადმინისტრაციის მიერ ადრესატზე გაცემული ნებართვით; წამლები, ცხიმი, თმის საღებავები - ერაყის ჯანდაცვის სამინისტროს ნებართვით; მარილი - ერაყის საბაჟო დეპარტამენტის ნებართვით; რადიოსარეტრანსლაციო აპარატები - ფოსტების, ტელეგრაფების, ტელეფონების გენერალური დირექტორის ნებართვით; ნარკოტიკები, მიკრობების ნიმუშები - ჯანდაცვის სამინისტროს ნებართვით; ზეთოვანი ნივთიერებები - სამთავრობო ქიმიური სამსახურების ნებართვით; შრატები - იგზავნება სამინისტროების მიერ ოფიციალურად აღიარებული ინსტიტუტებს შორის; ცოცხალი ფუტკარი, წურბელები, აბრეშუმის ჭია - შესაბამისი შეფუთვით; მცენარეები - სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ინსპექციის ნებართვით, დაშვების შესახებ სერტიფიკატის შემთხვევაში; ბამბა -  მომარაგების უმაღლესი კომისიის ნებართვით; თოფები - პოლიციის ნებართვით; დანები - შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებართვით; ლიქიორები - კომპეტენტური ორგანიზაციის ნებართვით; ანტიკვარიატი - იმპორტის განმახორციელებელი ქვეყნის კომპეტენტური ნებართვის შემთხვევაში; ფილმი, ცელულოიდი - ლითონის შეფუთვით აღნიშვნებით "ფილმი", "ცელულოიდი".


შენიშვნა: ერაყის საფოსტო ადმინისტრაცია კრძალავს შეკვეთილ გზავნილების მიღებას `წარმომდგენზე~ მონეტების, საბანკო ბილეთების, საკრედიტო ბილეთების ან რაიმე ფასეულობების შიგთავსით, აგრეთვე სამგზავრო ჩეკების, პლატინას, საიუველირო ნაწარმის და სხვა ძვირფასი საგნების შიგთავსით.