ეკვადორი

შესატანად აკრძალული საგნები:
ყალბი მონეტები და ნებისმიერი კატეგორიისა და ქვეყნის ქაღალდის ფული; საგერბო მარკები; საგერბო ქაღალდი სახელმწიფოს ბეჭდით; მარკების დასამზადებელი მანქანები და ინსტრუმენტები; მონეტების, საბანკო ბილეთების, საფოსტო მარკების და სხვა ფასეულობათა იმიტაციების რეკლამები, ნუმიზმატიკური და ფილატელისტური კატალოგების; ფარმაცევტული პროდუქტები და მედიკამენტები, რომელთა შემადგენლობა უცნობია, აგრეთვე ის პროდუქტები და მედიკამენტები, რომლებიც იკრძალება სანიტარული ხელისუფლების მიერ; წვენები ან საკვები პროდუქტები ხრწნად მდგომარეობაში, აგრეთვე ჯანმრთელობისათვის ზიანის მომტანი ნივთიერებები, თუ აღნიშნული ფაქტი  მტკიცდება სანიტარული სამსახურების მიერ; აბსენტი და ლიქიორები;   10%-იანი სტეარინის შემცველი ცხიმები; კაუჩუკის ან მინის წვერიანი სარწყულებლები; ცოცხალი ცხოველები; მუნდშტუკები; მცენარეები, ნაყოფი და თესლი, რომლებიც შეიცავენ მავნე ან სასოფლო-სამეურნეო სამსახურების მიერ მავნედ გამოცხადებულ პარაზიტებს; ხანჯლები, კვერთხები, მარაოები და სხვა საგნები, რომლებიც შეიცავენ სამართებლის პირებს, ხმლისპირები, აგრეთვე ცეცხლსასროლი იარაღი; ფოსფორი განათებისათვის, მედიცინაში გამოსაყენებელი ფოსფორის გარდა; ტყავის, საფეიქრო ნაწარმისა და კაუჩუკისგან დამზადებული ფეხსაცმელი; მელნის წასაშლელი საშუალებები; ნებისმიერი სახისა და ნებისმიერი მასალის გეოგრაფიული რუქები, ჩალა პანამებისათვის ან ჩალის შლიაპები; უზნეო და ამორალური ხასიათის ბეჭდვითი ნაწარმოებები; აზარტული თამაშების საგნები აპარატები, ფულზე სათამაშო რულეტები; ესენციები; მონეტები; საფოსტო მარკები; წვენები; ჯანმრთელობისათვის მავნე კვების პროდუქტები და წვენები; ცხოველები; მცენარეები; იარაღი; რადიოაქტიური ნივთიერებები.


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:
ფიჭვი _ ეკვადორის აღმასრულებელი ხელისუფლების წერილობითი ნებართვით; ასანთი - თუ შეტანა ხორციელდება კონცესიონური კომპანიის მეშვეობით; გადამუშავებული თამბაქო ან დასტებად დაფასოებული თამბაქო; პაპიროსის ქაღალდი - თუ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მიღებულია აღმასრულებელი ხელისუფლების ნებვართვა; არაყი, სპირტი და სხვა პროდუქტები, რომლებიც მიიღება შაქრის ჭარხლისაგან, შაქრის ლერწმისაგან, რომის გარდა - თუ ისინი შეაქვთ ფარმაცევტულ და სხვა დაწესებულებებს სპეციალური ნებართვით; ეტიკეტები, ანაბეჭდები ან ნიშნები, რომელთა დამაზადებელი ფაბრიკის მარკა რეგისტრირებულია ეკვადორში, აგრეთვე მათი თვით დამამზადებლების მიერ იმპორტის შემთხვევაშიც - სპეციალური ნებართვით; ძვირფასი ქვები და ლითონები - შეიძლება გადაიგზავნოს შეკვეთილ გზავნილებებებში; გამაბრუებელი ნივთიერებები - საბაჟოების გენერალური დირექციის ან აღმასრულებელი ხელისუფლების ნებართვით; ასაფეთქებელი ნივთიერებები, ტყვია-წამალი - აღმასრულებელი ხელისუფლების ნებართვით;  მარილი (მხოლოდ პერუდან)  - აოიის პროვინციისათვის.