ეგვიპტე

შესატანად აკრძალული საგნები:
ჰაშიში და მისი თესლი; აბსენტი და მისი მსგავსი ნივთიერებები; თამბაქო და მისი თესლი; ხამანწკები და ნიჟარები(1 მაისიდან 1 სექტემბრამდე); საპონი; აირწინაღები; ფრინველის ბუმბული და  მათი დასაჭერი საგნები; მცენარეთათვის მავნე ბაქტერიები და სოკოები; ბამბა; მცენარეები; ნახმარი ტომრები და ყუთები; უხამსი ხასიათის საგნები; ფოსტის მოსამსახურეთათვის სახიფათო საგნები; გამაბრუებელი ნივთიერებები; ფეთქებადსაშიში ნივთიერებები, დენთი; საბანკო ბილეთები; საფოსტო მარკები; გადახდის ბლანკები; სახელმწიფოს უშიშროებისათვის სახიფათო ბეჭდვითი გამოცემები; ინდური კანაფი; ლატარიის ბილეთები; გაზის ბრიკეტები; ყურძენი(ფოთლები, ფესვები, ნაყოფი); მწერები და მათი კვერცხები; ეგვიპტური მონეტების მსგავსი მედლები; ძვირფასი ლითონები; ოქროსა და ვერცხლის ნაწარმი, რომლებიც შეიცავენ სუფთა ოქროს არა ნაკლებ 12 კარატისა და სუფთა ვერცხლის 600 ათასიან წილს; ჭუჭყიანი ან ცუდი სუნის მქონე საგნები; ბეჭდვითი გამოცემები, რომლებიც ეხება საფეხბურთო ტოტალიზატორსა და  ცხენების დოღს; რადიოაქტიური ნივთიერებები.


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:

აბზინდა (მცენარე) და შხამიან ნივთიერებებზე დამზადებული წამლები, - მხოლოდ ფარმაცევტებზე დამისამართებული; აბრეშუმის ჭია, ფუტკარი, მავნე მწერების გამანადგურებელი პარაზიტები და ცოცხალი მომხმარებლები - ეგვიპტის არაბული რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური ნებართვით; გზავნილები კარგად დაქუცმაცებული ბამბის ნიმუშებით, სასუქით - ანალიზის შესახებ მოწმობით და მხოლოდ ეგვიპტის არაბული რესსპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მისამართით; თევზის ქონი, ნუშის ზეთი, ცარცი საბავშვო თამაშებისათვის, წვერის გასაპარსი ჯაგრისები, ჯაგარი და აბრეშუმი, ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, ნახმარი ტანსაცმელი, ბამბის ქსოვილები, გრამფირფიტები, ფილმები, ელექტრონათურები, თამბაქო, მედიკამენტები - ეგვიპტის არაბული რესპუბლიკის ადმინისტრაციის  განსაკუთრებული ნებართვით; ცოცხალი ცხოველები (ფუტკრის, აბრეშუმის ჭიის, წურბელების, პარაზიტების გარდა) - ინსტიტუტებს შორის გაცვლის მიზნით, ბამბის ჭოტები (პარკები) - 2 კგ.-მდე წონით - სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნებართვით; კოკაინი - სამეცნიერო ან სამედიცინო მიზნით.