ნიდერლანდები

შესატანად აკრძალული საგნები:
ანილინის საღებავები და მათი წარმოების ნარჩენები, დარიშხანის შემცველობით; აბსენტი; ცოცხალი ცხოველები, კიბოსნაირების, წურბელების, პარაზიტებისა და მავნე მწერთა გამანადგურებლების გარდა; ყურძენი; ხურტკმელის ბუჩქები და მისი ნაწილები; საზღვარგარეთის ლატარიები და მისი მოწყობილობები; საავტორო უფლებები; რადიოაქტიური ნივთიერებები; მედიკამენტები; მცენარეები (15 აპრილიდან 1 ოტომბრამდე პერიოდში); იარაღი, საბრძოლო მასალები; პირადი მოხმარების მიზნით კერძო პირების ან საწარმოების მიერ იმ ქვეყნებში ან ე.წ. "სპეციალურ ტერიტორიებში", რომლებიც არ შედიან ევროპულ თანამეგობრობაში (ეთ) ან არ ეკუთვნიან ეთ-ს საგადასახადო სივრცეს, ინტერნეტით ან სხვა კომერციული საშუალებებით შეკვეთილი სიგარეტების და სხვა თამბაქოს პროდუქციის ჰოლანდიაში შეტანა, თუ გზავნილებაზე არ არის ჰოლანდიის საბაჟოს ბეჭედი სააქციზო მოსაკრებელის გადახდის შესახებ. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ ორ შემთხვევაში:

1. არაკომერციული გზავნილებანი - მომხმარებლების მიერ რაიმე კომპენსაციის ან ანაზღაურების გარეშე ფოსტით გაგზავნილი საჩუქრები შემდეგი ოდენობის თამბაქოს პროდუქციის შიგთავსით: 800 ცალი სიგარეტი ან 400 ცალი სიგარა ან ერთი კილოგრამი მოსაწევი თამბაქო, სათანადოდ შევსებული CN 22 და CN 23 ბლანკების თანხლებით;
2. გზავნილები, რომლებიც ფოსტით გადაეგზავნებიან მეწარმეს, რომელსაც გააჩნია ლიცენზია თამბაქოს პროდუქციის მიღებაზე, გაცემული რეგლამენტაციით გათვალისწინებული საბაჟო პროცედურის და ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.



შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:

ოპიუმი, მორფი და სხვა გამაბრუებელი საშუალებები - მხოლოდ სამედიცინო და სამეცნიერო დანიშნულებით; ხორცი და ხორცის ნაწარმი, რძე და რძის ნაწარმი - მხოლოდ ოფიციალური ვეტერინარული საბუთის არსებობის შემთხვევაში; მშრალი რძის პროდუქტები - აღნიშვნით “წარმოებულია ჰოლანდიაში” და ჰოლანდიის კონსულის მიერ გაცემული წარმომავლობის სერტიფიკატით; ჩლიქოსანი პირუტყვის, თხის, ცხვარის და ღორის ახალი ან გაყინული ხორცი ან მათი ერბო - თუ შეესაბამება ჰოლანდიის ვეტერინარულ წესებს; ხორცის ნაწარმი 5 კგ-მდე წონით - სანიტარული მოწმობით; შრატები და ვაქცინები - თუ პასუხობენ ჰოლანდიის კანონების მოთხოვნებს; ცელულოიდი - ორმაგი შეფუთვით (ლითონის და ხის ყუთებში); პაპიროსები - 1000 ცალი თითოეული ადრესატისათვის ერთ თვეში; ოქრო და სხვა ძვირფასი ლითონები და ნაკეთობები - ჰოლანდიის ბანკის ნებართვით; ფუტკარი, თაფლი, სკა, მცენარეები და ხილი - სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნებართვით; ალუბალი, ციტრუსები ფიტოსანიტარული სერტიფიკატით; იარაღი - იუსტიციის მინისტრის ნებართვით; კომერციული მიზნებით გადასაგზავნი ნივთები და ფული - ჰოლანდიის ეროვნული ბანკი ნებართვით; საჩუქრები - იგზავნება კერძო პირთა შორის.
 


ჰოლანდიის ზღვისიქითა ტერიტორიები:

არუბა (კუნძული)

შესატანად აკრძალული საგნები:
ცოცხალი ცხოველები; ასანთი; ნარკოტიკები; იარაღი; ტყვია-წამალი; საავტორო უფლებები; რადიოაქტიური ნივთიერებები; ქვემეხის დენთი; საომარი მოწყობილობა, კაფსულები და მცირე ზომის ცეცხლსასროლი იარაღის დატენილი  ვაზნები, საარტილერიო ჭურვების არაფეთწებადი ელემენტები.


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:
ოპიუმი და მისგან წარმოებული პროდუქტები, მათ შორის ნედლი, დამზადებული და სამკურნალო ოპიუმი, მორფი, ჰეროინი და კოკაინი, თუ დამისამართებულია ფარმაცევტების, ექიმ-ფარმაცევტების, ვეტერინარებისა ან იმ  პირთათვის, რომლებსაც გააჩნიათ ჰოლანდიის ანტილისა და არუბას კომპეტენტური ორგანოების ნებართვა; იარაღი _ გენერალური პროკურორის ან ლეიტენანტ_გუბერნატორის ნებართვით; ფილმები, ცელულოიდი მხოლოდ სპეციალური შეფუთვით.



ჰოლანდიის ანტილის კუნძულები

შესატანად აკრძალული საგნები:
ცოცხალი ცხოველები; ასანთი; ნარკოტიკები; იარაღი; საბრძოლო მასალები; საავტორო უფლებები; რადიოაქტიური  ნივთიერებები;  საზარბაზნე დენთი, სამხედრო დანადგარები, მცირე ზომის ცეცხლსასროლი იარაღის კაფსულები და ლითონის დატენილი პატრონები, არტილერიისს ჭურვების არაფეთქებადი ელემენტები.


შესატანად პირობითად დაშვებული ნივთები:
ოპიუმი და მისი პროდუქტები, მორფი, ჰეროინი და კოკაინი, თუ ისინი იგზავნება ექიმების, ფარმაცევტების, ვეტეტერინარების ან ჯანდაცვის დირექტორატის მიერ უფლებამოსილი პიროვნებების მისამართით; ფული და სპილენძის, ბრინჯაოს ან ნიკელის ფირფიტები, რომლებიც გამოიყენება მონეტების დასაბეჭდად - კომპეტენტური ორგანოების ნებართვით; ფილმები, ცელულოიდი - სპეციალური შეფუთვით.