ჩეხეთი

შესატანად აკრძალული საგნები:
კონსერვები და ყველა სხვა პროდუქტი (მედიკამენტების გარდა), მოთავსებული ჰერმეტულად დახურული ან ლითონის კოლოფებში; ხილის ჩირი; დარიშხანის ან ტყვიის შემცველობის მქონე ნივთიერებებით შეღებილი ან გაჟღენთილი ნივთები ან საქონელი; ლუდის შესაფერადებელი ან მისი წარმოებისათვის საჭირო ნივთიერებები; ვარსკვლავა ანისი (ვაშლი); ნარკოტიკების, სანელებლების და ალკოჰოლის შემცველი ესენციები; ხელოვნური ღვინოები; ხორცი და ხორცის პროდუქტების შენახვისათვის საჭირო ნივთიერებები; თეთრი ფოსფორი და მისი შემცველი პროდუქტები; სამყურას ნარჩენები; ვენახი და ვაზის კალმები; ნახმარი ნივთები; პროპაგანდისტული ხასიათის ბეჭდვითი გამოცემები; უხამსი ან შეურაცხმყოფელი ხასიათის ნივთები; ჩეხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო წყობის საწინააღმდეგო პუბლიკაციები; რადიოაქტიური ნივთიერებები; ცხოველური წარმოშობს პროდუქტები; შხამ-საწამლავები; ცოცხალი ცხოველები; მცენარეები; იარაღი და საბრძოლო მასალები; ეთილის სპირტი; ჩეხეთის ვალუტა (საბანკო  და სახაზინო ბილეთები, მონეტები); 1953 წლამდე გამოცემული საფოსტო მარკები.


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:
ოპიუმი, მორფი და სხვა გამაბრუებელი ნივთიერებები - სამედიცინოდა სამეცნიერო მიზნით გაგზავნილი, თუ ადრესატს გააჩნია ჩეხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური ნებართვა; წამლები და კოსმეტიკური საქონელი - ჩეხეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების სპეციალური ნებართვით; თამბაქო და თამბაქოს ნაწარმი - პირადი მოხმარებისათვის 500 გრამამდე წონით; მარილი და დამატკბობელი ხელოვნური ნივთიერებები - ჩეხეთის ფინანსთა სამინისტროს ნებართვით; რადიოსატელეგრაფო და რადიოტელეფონის აპარატები - ჩეხეთის ვაჭრობის სამინისტროს ნებართვით; კომერციული მნიშვნელობის მარკები და ფილატელიის სხვა ნივთები - საგარეო ვაჭრობის დაწესებულების საქმიანობის ჩარჩოებში; ფილატელური გაცვლა - ჩეხეთის ფილატელისტთა საზოგადოების წევრებისათვის, იმ პირობით თუ ერთი კალენდარული წლის განმავლობაში ერთი ადრესატისადმი განკუთვნილი ფილატელისტური პროდუქციის ღირებულება არ აღემატება 1000 კრონას, საფოსტო მარკები და ფილატელისტური ხასიათის სხვა ნივთების შეტანაზე ნებართვის გარეშე მიიღება მხოლოდ შემდეგი პირობით - სამი გზავნილი კალენდარული წლის განმავლობაში, თუ შიგთავსის ჯამური რაოდენობა არ აღემატება 100 ცალს ღირებულებით 100 კრონა; ფული და ჩეხეთის რესპუბლიკის ვალუტით ანგარიშსწორების დოკუმენტები - ჩეხეთის რესპუბლიკის ეროვნული ბანკის ნებართვით; ფუტკარი - კვებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნებართვით; ვეტერინარული ინსტრუმენტები - არაკომერციული მიზნით; შრატები და ვაქცინები (ადამიანებისა და ცხოველთათვის) - კვებისა და სოფლის მეურნეობის მთავარი ჰიგიენისტის ნებართვით; ბაცილების მატარებელი ნივთიერებანი - ჯანდაცვის სამინისტროს ნებართვით; კვების პროდუქტების დანამატები (საღებავები,  კონსერვანტები და სხვა) - ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი მიწერილობით; მცენარეები და მათი ნაწილები, თესლი ბუნებრივი გარსით - გამგზავნი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს ფიტოსანიტარული ნებართვით; იარაღი და აღჭურვილობა - გამგზავნ ქვეყანაში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ გაცემული  დოკუმენტით; საჩუქრები - არაკომერციული მიზნით, თუ მისი ღირებულება არ აღემატება 3000 კრონას და ექნება წარწერა "გზავნილი - საჩუქარი".

თითოეულ გზავნილზე ქვემოთჩამოთვლილი საქონელის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნულ ნორმებს: ჩაი - 0,25 კგ; შოკოლადი და შოკოლადის ნაწარმი - 1 კგ; ნეილონის წინდები და შესაბამისი ნაწარმი - 1 წყვილი; ფეხსაცმელი - 1 წყვილი; კაბა, პალტო ან მათი დასამზადებელი  მასალა - 1ცალი.