შვედეთი

შესატანად აკრძალული საგნები:
კანაფი, კანაფის წვენი ან მისი ექსტრაქტები; აბორტისათვის გამოსაყენებელი საშუალებები; მცენარეები, მცენარეთა თესლი ან მათი ნაწილები; მიწა და ორგანული სასუქები; ცოცხალი ცხოველები (ფუტკრის, წურბელების და აბრეშუმის ჭიის ჩათვლით); ცხოველური წარმოშობის პროდუქტები; ასანთი; საბრძოლო მასალები; ცივი იარაღი; ლატარიის ბილეთები, კუპონები და სატირაჟო სიები; მცენარეული წარმოშობის პროდუქტები; თევზისა და რძის პროდუქტები; თხილი; ცხიმები; ჟელატინი; კაკაო; ცოცხალი ცხოველები; ნარკოტიკები; რადიოაქტიური ნივთიერებები.


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:
ნარკოტიკები, რომელთა შეტანა შვედეთში დაშვებულია - თუ ადრესატი აღიარებულია შვედეთის ჯანდაცვისა და სოციალური დაზღვევის ეროვნული დირექციის მიერ ნარკოტიკების იმპორტიორად და  გააჩნია ნარკოტიკების შემოტანის ყოველი კონკრეტულ შემთხვევისათვის აღნიშნული ორგანიზაციის მიერ გაცემული ნებართვა; ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები - აღიარებული შვედეთის ჯანდაცვის და სოციალური დაზღვევის ეროვნული დირექციის მიერ; ცხოველთა ცოცხალი სპერმა - შვედეთის სოფლის მეურნეობის ეროვნული დირექციის ნებართვით; ფრინველის კვერცხი და თევზის ქვირითი - შვედეთის ვეტერინარული მედიცინის ეროვნული დირექციის ნებართვით; ალკოჰოლური სასმელები - თუ შემომტანი წარმოადგენს შვედეთის ღვინის მრეწველობის სამმართველოს ან  პირნი, რომელთაც აღნიშნული სამმართველო ანიჭებს შემოტანის უფლებას, ან თუ სასმელი წარმოადგენს საჩუქარს კერძო პიროვნებისადმი;  დაუმუშავებელი ოქროს ზოდები ან ოქროს მონეტები - შეტანა ნებადართულია მხოლოდ შვედეთის ბანკის ან ბაზელის საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკისათვის; საბანკო ბილეთები და მონეტები 100 შვედურ კრონაზე მეტი საერთო ღირებულებით; ფასიანი ქაღალდები (გარდა თამასუქებისა) - შეტანა ნებადართულია შვედეთის ბანკის ნებართვით; კილიტებიანი ღია საფოსტო ბარათები - მიიღება მხოლოდ დახურული კონვერტებით; რადიოაქტიური ნივთიერებები - მიიღება რადიაცისაგან დაცვის ეროვნული ინსტიტუტის ნებართვის არსებობის შემთხვევაში; ბაქტერიოლოგიური პრეპარატები - შემოიტანება მხოლოდ ბაქტერიოლოგიის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელის მიერ; შაქარი - კომპეტენტური ორგანიზაციების ნებართვით; იარაღი - პოლიციის სამსახურების ნებართვით; აბორტისათვის საჭირო ნივთიერებები, შპრიცები და ნემსები - ფარმაცევტებს შორის გაცვლის წესის შესაბამისად, მხოლოდ ჯანდაცვის ეროვნული დირექციის ნებართვით; კვების პროდუქტები - კვების ეროვნული ადმინისტრაციის ნებართვით; მცენარეები და ხილი - სოფლის მეურნეობის ეროვნული დირექციის მიერ დამტკიცებული ფიტოსანიტარული სერტიფიკატით; გადაშენების ზღვარზე მყოფი ფრონველები და ცხოველები - შვედეთის სოფლის მეურნეობის ეროვნული დირექციის ნებართვით; შხამები - შეიტანება მხოლოდ ინსტიტუტებისა და  ლაბორატორიების ხელმძღვანელთა მიერ; ალაოზე დამზადებული სასმელები - კატეგორიისა და დამამზადებლის სახელის  ჩვენებით; ანტიქიმიური აპარატები და საშუალებები - ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული სამხედრო აღჭურვილობის ინსპექტირების ბიუროს ნებართვით; ფილმები - ხის ყუთებში, გარედან ფერადი ეტიკეტით "ფილმები".