მაკედონია

შესატანად აკრძალული საგნები:
ყოველგვარი იარაღი (სანადიროს გარდა), იარაღის ნაწილები და საბრძოლო მასალები; ესენციები, ხელოვნური ღვინისა და არყის დასამზადებლად; აბორტის ჩასატარებლად განკუთვნილი საშუალებები; სხვა ქვეყნის სამხედრო ფორმის ტანსაცმელი; სიგარეტის ქაღალდი; უცხო ქვეყნის კუთვნილი ლატარიები და მათი მოწყობილობანი; სახელმწიფო ვალუტის მსგავსი ჟეტონები, ქვეყანაში აკრძალული პუბლიკაციები; საფოსტო მტრედები; ფეთქებადი ნივთიერებები ეროვნული იუგოსლავიური ფული (საბანკო ბილეთები დინარებში); თუთიყუშები; მარკები; ცხოველები; შინაური ფრინველები; საფუარი, ღვინის შესადედებელი (ღვინის დასაყენებელი), ტკბილი; სასტვენები; კოვზები 10%-იანი ტყვიის შემცველობით; რადიოაქტიური ნივთიერებები.


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:
უმავთულო ტელეგრაფისა და ტელეფონის აპარატურა; მედიკამენტები და მედიკამენტების ნიმუშები თანდართული რეცეპტით; თესლი და ხილი;  ვაქცინები, ვეტერინარული მიზნით; აბრეშუმის ჭიის კვერცხები, ვენახის ლერწი, ნერგები და ლერწი ფესვებით ან ფესვების გარეშე; პრეპარატები მეღვინეობისათვის და ნივთიერებები ყურძნის ლერწისა და ხილის ხეების დაავადებთან ბრძოლისათვის - მაკედონიის კომპეტენტური ხელისუფლების ადრესატისათვის სპეციალური ნებართვით; ნარკოტიკები - ხელისუფლების წინასწარი ნებართვით ავტორიტეტული ინსტიტუტის მისამართზე; გეოგრაფიული გეგმების ლითოგრაფიული ასლები (მასშტაბის 1:25000 გარდა); ძმრის  მჟავა კონცენტრაცით არა უმეტეს 15%-ისა; შხამები ოპიუმი, მცენარეები, ხილი - მცენარეთა დაცვის კომპეტენტური ორგანოს სპეციალური სერთიფიკატის არსებობის შემთხვევაში; ბაქტერიის სხვადასხვა კულტურები; ცხოველური წარმოების პროდუქტები - კომპეტენტური ხელისუფლების ნებართვის არსებობისას; ძაღლები, კატები - მთავარი ვეტერინარის მიერ  ვიზა დასმული წარმომავლობის შესახებ სერთიფიკატის არსებობის შემთხვევაში; გარეული ფრინველები და შინაური ფრინველები - წარმომავლობისა და ჯანმრთელობის შესახებ სერთიფიკატის არსებობის შემთხვევაში; ცელულოიდი, ფილმები - სპეციალური შეფუთვით, იარაღი და საბრძოლო მასალები კომპეტენტური ხელისუფლების ნებართვის არსებობისას.