ყირგიზეთი

შესატანად აკრძალული საგნები:
ბეჭდვითი გამოცემები, ხელნაწერები, კლიშე, ნახატები, ფირები, ნეგატივები, ვიდეოკასეტები, აუდიო- და ვიდეოჩანაწერები და დისკები, რომლებიც ზიანს აყენებენ  სახელმწიფოს რეპუტაციას, სოციალურ სისტემას, ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, სახელმწიფოს წყობილებას, და მოუწოდებენ ომის, ტერორიზმის, სისასტიკის, ეროვნული და რელიგიური შუღლის, ფაშიზმის და მისი ყველა გამოვლინების (სიონიზმის, ანტისემიტიზმის) გაღვივებისაკენ; პორნოგრაფიული ხასიათის ბეჭდვითი გამოცემები; ქიმიური ნივთიერებანი, რომლებიც განკუთვნილია დაავადების გამომწვევი მიკრობების გასანადგურებლად და საფრთხეს უქმნიან ადამიანების, ცხოველების და ფრინველების სიცოცხლეს; ნიადაგის და გრუნტის წყლების ნიმუშები; მალფუჭებადი პროდუქტები; ცოცხალი ცხოველები და ფრინველები, ფუტკარი, თევზი, სპერმა, კვერცხი ინკუბაციისათვის, თევზის გასამრავლებელი ქვირითი, ქვეწარმავლები, მწერები; ფეტქებადი, მომწამლავი, ადვილად აალებადი და სხვა სახიფათო ნივთიერებანი, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ნივთიერებების ჩათვლით და მოწყობილობები ოპიუმის და ჰაშიშის მოსაწევად; ცეცხლსასროლი (სანადიროს გარდა) იარაღი და მისი ტყვია-წამალი, ცივი იარაღი და თავდასხმისათვის გამოსადეგი ნებისმიერი საგნები (კასტეტები, სტილეტები). 


 

შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:
წურბელები, აბრეშუმის ჭია, პარაზიტები და მავნე მწერების გამანადგურებლები - განკუთვნილნი მეცნიერული შესწავლისათვის, ოფიციალურად აღიარებულ ინსტიტუტებს შორის გაცვლით, ვეტერინარული და საკარანტინო სამსახურების ნებართვით; ნარკოტიკები - ყირგიზეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული ნარკოტიკების კონტროლის მუდმივმოქმედი კომისიის სერტიფიკატით, რომელიც გაიცემა რესპუბლიკიდან ან რესპუბლიკაში ყოველი გადაზიდვისათვის ცალკე, მიუხედავად იმისა, თუ რამდენ  (ერთს ან რამდენიმე) ნარკოტიკს ეხება იგი: რადიოელექტრონული და მაღალსიხშირული მოწყობილობები (ნებისმიერი სიმძლავრის მიმღები და გადამცემი მოწყობილობები, ნებისმიერი სიმძლავრის მაღალსიხშირული მოწყობილობანი, მაღალსიხშირული ულტრაბგერითი მოწყობილობანი, სამრეწველო, სამეცნიერო და სამედიცინო დანიშნულების გენერატორები); რადიოლოკაციის მოწყობილობები ტრანპორტის მოძრაობის სიჩქარის გასაზომად - რადარები - ყირგიზეთის რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტროს ნებართვით; თესლი, სანერგე მასალა, ჰერბარიუმები, ახალი ხილი და ბოსტნეული - ყირგიზეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მცენარეების კარანტინის მთავარი სახელმწიფო ინსპექციის ნებართვით.