ფიჯი

შესატანად აკრძალული საგნები:
მცენარეები; დანები; ასანთი; საღებავები; პროპაგანდისტული საგნები; საბრძოლო მასალები; რადიოაქტიური ნივთიერებები; ამანათებში წერილობითი კორესპოდენცია; საბანკო ბილეთები და ფული.


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:
ნარკოტიკები - სამედიცინო სამსახურის დირექტორის ლიცენზიით; ფუტკარი, წურბელა, აბრეშუმის ჭია - ფოსტის გენერალური დირექტორის ნებართვით; სპირტიანი სასმელების ნიმუშები, თამბაქო, სიგარები, სიგარეტები და საბურნუთე თემბაქო - არ უნდა იყოს შეფუთული სხვა ნივთებთან ერთად; პარაზიტები - ოფიციალურად აღიარებულ დაწესებულებებს შორის გაცვლის მიზნით; ფილმები, ცელულოიდი - იგზავნება შესაბამისი შეფუთვით, წარწერით:’’ფილმები” ან “ცელულოიდი”.


შენიშვნა: დაშვებულია მხოლოდ ფასგამოცხადებული ამანათების მიღება.