ფინეთი

შესატანად აკრძალული საგნები:
ასანთი, რომელიც შეიცავს თეთრ და ყვითელ ფოსფორს; საზღვარგარეთის და ფინეთის ლატარიის  ბილეთები; საზღვარგარეთის ლატარიის ბილეთების ბეჭდვითი გამოცემები; უხამსი ხასიათის საგნები; "ფესილ", "მირინ"-ის აბები, "იანსენის" ჩაი, პასტორ ჰეიმანის წამლები, კოსმეტიკური პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ პარაფენილენედიამინს, საინექციო ჰერიოპტილი; ტიმოთელასა და წითელი სამყურას თესლი; ფინური წარმოების საგნები; ყველა ალკოჰოლიანი სასმელი: არაყი, ღვინო, ლიქიორი, ლუდი და ა.შ.); რადიოაქტიური ნივთიერებები.


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:
ოპიუმი, მორფიუმი, კოკაინი და სხვა გამაბრუებელი საშუალებები - ნებადართულია შემოსატანად მხოლოდ სამედიცინო ან სამეცნიერო მიზნით; რადიოაქტიური ნივთიერებები, ცეცხლსასროლი იარაღი, საომარი აღჭურვილობა და ასაფეთქებელი ნივთიერებები - თუ ადრესატს გააჩნია ფინეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული სპეციალური ნებართვა; სპირტზე დამზადებული მედიკამენტები - თუ ადრესატს გააჩნია ფინეთის სახელმწიფო საბჭოს ან იმ დაწესებულებების ნებართვა, რომლებიც ახორციელებენ ფარმაცევტული საქონლის იმპორტს: დაფქვილი და დაუფქველი მარცვლეული, თესლი, ბოსტნეული, საკვები ძირხვენები, ფურაჟი,   მეფუტკრეობაში გამოსაყენებლად დამზადებული ფიჭა, ხეხილის ხეები - თუ ადრესატს გააჩნია ფინეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნებართვა; ციანმჟავას მარილი და ციანის სხვა შენაერთები პარაზიტების გასანადგურებლად - სახელმწიფო დაწესებულებების, კომუნალური ორგანიზაციებისა და ექიმების მისამართით, თუ ადრესატს გააჩნია ფინეთის სამედიცინო ადმინისტრაციის სპეციალური ნებართვა; ნახმარი თეთრეული - იმ პირობით თუ გავლილი აქვს სანიტარული დამუშავება; ხორცი, ხორცის პროდუქტები, ძუძუმწოვრები, ფრინველები, აგრეთვე დაუმუშავებელი ნაწილები და პროდუქტები მათგან, რძე, ნაღები, ფრინველთა კვერცხი და დაუმუშავებელი პროდუქტები მათგან, აგრეთვე ყველა სახის თევზი, თევზის ქვირითი მეთევზეობისათვის ან თევზებისა და კიბოსნაირთა მოსამრავლებლად - თუ ადრესატს გააჩნია სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამედიცინო სამსახურის გენერალური დირექციის ნებართვა; გამოყვანილი ბეწვეულის ნაკეთობები, ცხვრის ტყავის გარდა - ჰერმეტული შეფუთვის შემთხვევაში; მცენარეების გამნადგურებლები - მხოლოდ სამეცნიერო თვალსაზრისით, თუ ადრესატს გააჩნია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნებართვა; შხამები, ფარმაცევტული პროდუქტები - მხოლოდ ფარმაცევტების მისამართით ან პირებისათვის, რომლებსაც აქვთ კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული სპეციალური ნებართვა; ალმანახები და კალენდრები, ამასთან ყველა სახის პუბლიკაციები, სადაც კალენდარი წარმოადგენს მთავარ ნაწილს - მხოლოდ კომპეტენტურ ხელისუფალთა ნებართვით; ალკოჰოლი - მხოლოდ ნიმუშები; მონეტები, ძვირფასი ლითონები და ქვები - ფინეთის შესაბამისი სამინისტროს ნებართვის შემთხვევაში.