უგანდა

შესატანად აკრძალული საგნები:
დანები; სპირტიანი სასმელები; ასანთი; რადიოაქტიური ნივთიერებები, მათ შორის მანათობელი ციფერბლატები; ადვილად აქროლადი გამხსნელების შემცველი თხევადი ცელულოიდი; ნარკოტიკები; ყალბი მარკები და ბეჭდები; იარაღი და საბრძოლო მასალები; ლპობადი ბიოლოგიური ნივთიერებები; იაპონური საპარსი ფუნჯები; არასაკვები პროდუქტები; 9%-ზე ნაკლები ცხიმიანობის შედედებული რძე; ცოცხალი ცხოველები; ღერბები ყალბი მონეტები; საბანკო ბილეთები და ანგარიშსწორების სხვა ნიშნები; საზღვარგარეთული ლატარიის ბილეთები; შეურაცხმყოფელი ნივთები; აქროლადი სითხეები; სამხრეთ აფრიკიდან და პორტუგალიიდან მიღებული საქონელი.


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:
ოპიუმი, მორფი და სხვა ნარკოტიკები - თუ ადრესატს აქვს უგანდის რესპუბლიკის მთავარი ექიმის ნებართვა; ნახმარი ნივთები - დეზინფექციის ჩატარების შესახებ მოწმობით; პარაზიტები, მავნე მწერთა გამანადგურებლები, ხრწნადი ბიოლოგიური სუბსტანციები - ოფიციალურად აღიარებულ  საწარმოებს შორის გაცვლის მიზნით, მსოფლიო საფოსტო კონვენციის დებულებებით გათვალისწინებული შეფუთვით, ფასგამოცხადებული ამანათების სახით; იარაღი, სამუშაო ფორმა, ძვირფასი ლითონები, პორნოგრაფია - საბაჟო კომისარიატის ნებართვით; მონეტები, ზოდები - ფასგამოცხადებული ამანათებით; მცენარეები, ხილი, სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ნებართვით; ნიშანსაღები მანქანები - ფოსტის გენერალური დირექტორის წერილობითი ნებართვით;


შენიშვნა:
უგანდის რესპუბლიკის საფოსტო ადმინისტრაცია მატერიალურ პასუხისმგებლობას არ ღებულობს ფასგამოუცხადებელ საფოსტო გზავნილებზე. ასეთ შემთხვევაში ამანათი მიიღება და გამგზავნს განემარტება, რომ მისი დაკარგვის შემთხვევაში მატერიალური ზარალი არ აუნაზღაურდება. უარის შემთხვევაში გამგზავნს უნდა გაეწიოს რეკომენდაცია ფასგამოუცხადებელი ამანათი გადააგზავნოს მცირე პაკეტების სახით.