ტუვალუ

შესატანად აკრძალული საგნები:
ყველანაირი ლითონის ზოდები; კომპეტენტური სანიტარული სამსახურების მიერ მოხმარებისათვის უვარგისად აღიარებული საკვები პროდუქტები; ოპიუმი, მისი დამზადებისა და მისი გამოყენებისათვის საჭირო მოწყობილობები; საპარსი ფუნჯები; ცოცხალი ცხოველები; მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხვარი, დაავადებული ცხოველები - ცოცხალი ან დაკლული;  ტყავი, რქა, ჩლიქები ან ცხოველთა ყველა სხვა ნაწილი; ყველა ქვეყნის ყალბი მონეტები და საბანკო ბილეთები; ყალბი საფოსტო მარკები ან მათ დასამზადებლად საჭირო ფირფიტები, ინსტრუმენტები და სხვა დანადგარები; დიდი ბრიტანეთის სამეფო ემბლემიანი საქონელი; საღებავებისათვის  გამოსაყენებელი ნახშირის ფისები ან მისგან ნაწარმოები პროდუქტები; უხამსი შინაარსის ბეჭდვითი ნაწარმოებები, სურათები, გრავიურები, ფოტოსურათები, და სხვა ნივთები; თეთრი ან ყვითელი ფოსფორის შემცველი ასანთი; მწარმოებლის ნიშნის არმქონე ყველა საქონელი; ნახმარი ტანსაცმელი; რადიოაქტიური ნივთერებები.


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:
პარაზიტები და მავნე მწერთა გამანადგურებლები - ოფიციალურად აღიარებული დაწესებულებებს შორის გაცვლის მიზნით; ოპიუმი, მორფი და სხვა ნარკოტიკები და სამეცნიერო ან სამედიცინო მიზნებისათვის, მკურნალი ექიმების მისამართით, მთავრობის წარმომადგენლის სპეციალური ნებართვით.


შენიშვნა:
ყალბი საბაჟო დეკლარაციებით მიღებულ გზავნილებს ექვემდებარება კონფისკაციას საბაჟო სამსახურების მიერ.