სურინამი

შესატანად აკრძალული საგნები:
ცოცხალი ცხოველები; ასანთი; ნარკოტიკები; აბრეშუმის ჭია; ხერხები; ფეთქებადი ნივთიერებები; წერილობითი კორესპოდენცია საფოსტო ამანათებში; რადიოაქტიური ნივთიერებები.


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:
ნარკოტიკები, ოპიუმის, კოკაინის და დაუმუშავებელი ეკგონინის გარდა - სამედიცინო და სამეცნიერო მიზნით, სურინამის ჯანდაცვის ინსპექტორის შეტანის შესახებ მოწმობით; ბამბა - რომლის შემოტანა შეთანხმებულია დანიშნულების ქვეყნის ადმინისტრაციასთან, ფასგამოცხადებული გზავნილებით; ბამბის, ჯვალოს ან სხვა საფეიქრო ნაწარმისაგან დამზადებული ნახმარი ცარიელი ტომრები - სურინამის კომპეტენტური ორგანოების ნებართვით; ცელულოიდი და ფილმები - კარგი და მაგარი შეფუთვით, წარწერით: "ცელულოიდი" ან "ფილმები"; შაქრის ლერწამი, ყავისა და კაკაოს ხეები და მათი ნაწილები - მთავრობასთან შეთანხმებით.