სომალი

შესატანად აკრძალული საგნები:
ლატარიის ბილეთები; აბორტისათვის საჭირო საშუალებები; ბუტანის გაზით დატუმბული სანთებელები; ძვირფასი ლითონები და მათი ნაწარმი; საბანკო ბილეთები; სპირტიანი სასმელები; ოპიუმი; რძის ფხვნილი; ფეთქებადი და საბრძოლო მასალები; ასანთი; რადიოაქტიური ნივთიერებები.


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:

თხის, ცხვრის, აქლემის ტყავი - სომალის ვეტერინარული ორგანიზაციის ნებართვით; ტელეფონის აპარატები და მათი ნაწილები - თუ ისინი დამისამართებულია სომალის მთავრობისადმი; ნარკოტიკები, შხამები, ლითონის მავთულები - მთავრობის ლიცენზიით; საქორწინო ნამცხვარი - სპეციალური (ლითონის) ყუთით; მედიკამენტები - ჯანდაცვის დეპარტამენტის ნებართვით; ნახმარი საგნები დეზინფექციის ცნობით; ცოცხალი ცხოველები - ვეტერინარული სამსახურის ნებართვით; სუვენირები (ეშმაკუნები) - სპეციალური შეფუთვთვით; იარაღი - ხელისუფლების უფლებამოსილი მოსამსახურის ლიცენზიით; სიგარეტი - სომალის რესპუბლიკის მთავრობის მარკიანი ყუთებით; მონეტები - რომლებიც მიმოქცევაშია სომალიში; ფილმები, ცელულოიდი - ლითონის სპეციალური ყუთით, რომელიც მოთავსებული იქნება ხის ყუთში წარწერით: "ფილმი" ან "ცელულოიდი".