სინგაპური

შესატანად აკრძალული ნივთები:
ამორალური და უხამსი  შინაარსის ნივთები; ცოცხალი ცხოველები; მცენარეთა ნაწილები და თესლი; ყველა ტიპის იარაღი; ბუტანის გაზით დატუმბული სანთებელები და მათი სათადარიგო ნაწილები; საფოსტო მარკები; მონეტები და ძვირფასი ლითონი; რადიოაქტიური ნივთიერებები; ნატრიუმის და კალციუმის შემცველი პრეპარატები; მავნე და ჭუჭყიანი ნივთები; ძვირფასი ლითონის ზოდები; საბანკო ბილეთები და შეტყობინებები; დამამზადებელი საწარმოს მარკები; ერბო, მოხდილი რძე; ამულეტები; ლატარეა და მისი კუთვნილი საგნები; დიდი ზომის გზავნილებანი; სახიფათო ნივთები.


შესატანად პირობითად დაშვებული ნივთები:
ცხოველური წარმოშობის პროდუქტი, მათ შორის ხორცი, მიიღება სინგაპურის ძირითადი პროდუქტების სამსახურის დირექტორის ნებართვით; ძვირფასი ქვები - ფოსტის გენერალური დირექტორის წინასწარი ნებართვით; საბანკო ბილეთები, მონეტები - იმ პირობით, თუ მათი ნაჩვენები ღირებულება აჭარბებს 100 აშშ დოლარს; ნარკოტიკები, შრატი - ჯანდაცვის სამსახურის დირექტორის სპეციალური ნებართვით; პარაზიტები და მწერთა გამანადგურებლები - ოფიციალურად აღიარებულ ინსტიტუტებს შორის ნიმუშთა გაცვლის მიზნით; ლპობადი ბიოლოგიური მასალები - აღიარებულ ლაბორატორიებს შორის გაცვლის მიზნით, მსოფლიო საფოსტო კონვენციის აღმასრულებელი რეგლამენტით გათვალისწინებული შეფუთვით; ცელულოიდი, ფილმები - სპეციალური შეფუთვით; შხამები - ადგილობრივი ხელისუფლების 1938 წლის მითითების შესაბამისად; ფუტკარი, წურბელა, აბრეშუმის ჭია -სპეციალური შეფუთვით; მცენარეები და თესლი - ძირითადი სახეობის პროდუქციის სამსახურის მისამართით.