საუდის არაბეთი

შესატანად აკრძალული საგნები:
უხამსი და უცენზურო ხასიათის ნივთები; სპირტი; ლიქიორი; ჰაშიში; ალკოჰოლური სასმელები(არაყი, ღვინო, ლუდი და სხვა); ნარკოტიკები და ფსიქოტროპული ნივთიერებები; მონეტები, საბანკო ბილეთები, საკრედიტო ბილეთები ან სხვა ფასეულობები წარმომდგენზე; ძვირფასი ლითონები და მათი ნაწარმი; იარაღი; საბრძოლო მასალები; ასანთი; ანტიისლამური პუბლიკაციები; ისლამური რელიგიის პრინციპების საწინააღმდეგო ნივთები; საბანკო ბილეთები, ფულადი ნიშნები, სამოგზაურო ქვითრები, პლატინა, ოქრო, ვერცხლი ნაკეთობათა სახით ან დაუმუშავებელი, ძვირფასი ქვები და მათი ნაკეთობები და სხვა ძვირფასი ნივთები; ქიმიური სითხეები და ცეცხლსაქრობი პროდუქტები; ფეთქებადი, აალებადი და სხვა საშიში ნივთიერებები; რადიოაქტიური ნივთიერებები; მიმდინარე და პირადი მიმოწერის დოკუმენტები ან ყველა სახის კორესპონდენცია, რომელსაც ცვლიან ის პირები რომლებიც არ არიან მიმღები ან გამგზავნი; ნივთები, რომლებიც თავისი შინაარსით ან შეფუთვით საფრთხეს უქმნიან ფოსტის მუშაკებს, სვრის ან აფუჭებს სხვა გზავნილებს ან საფოსტო დანადგარებს. სითხეები და ის ნივთიერებები, რომლებიც სწრაფად გადადიან თხევად მდგომარეობაში; მინის საგნები ან ანალოგიური მსხვრევადი ან მალფუჭებადი საგნები.


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:

ყველა სახის მედიკამენტები - მიიღება მხოლოდ საუდის არაბეთის კომპეტენტური ოფიციალური ორგანოების მიერ გაცემული სამედიცინო რეცეპტებით; ცხოველური და მცენარეული წარმომავლობის სოკოს გადაგზავნა დაშვებულია მხოლოდ კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული ნებართვით.


შენიშვნა:
საუდის არაბეთის საფოსტო ადმინისტრაცია არ ღებულობს უბრალო და შეკვეთილ საფოსტო გზავნილებს, რომელთა შიგთავსი ექვემდებარება საბაჟო დაბეგვრას.