სან მარინო

შესატანად აკრძალული ნივთები:
შრატები, ვაქცინები, მედიკამენტები (ძნელად საშოვნელის ან სასწრაფოს გარდა); იტალიაში არარეგისტრირებული საზღვარგარეთული პატენტირებული მედიკამენტები, შრატი, ვაქცინები, პესტიციდები, დიეტური პროდუქცია, იმ შემთხვევების გარდა, როცა ზემოთჩამოთვლილი მცირე რაოდენობით განკუთვნილია ადრესატის მკურნალობისათვის, ან ექიმებისათვის მათი ავადმყოფების სამკურნალოდ ან ფარმაცევტული, ტოქსიკოლოგიური და ქიმიური ცდებისათვის ან ლაბორატორიული ანალიზისათვის; ალკოჰოლური სასმელები; სადეზინფექციო საშუალებები; სუნამო და კოსმეტიკა, ეთერზეთები, ესენციები, საღებავები და კანის, თმების, ფრჩხილების მოვლის საშუალებები,  აგრეთვე ტანსაბანი ნებისმიერი საშუალებები,  რომლებიც მავნეა ჯანმრთელობისათვის; ხორცი, მათ შორის დაკონსერვებულიც; მეორადი საცვლები, ტანსაცმელი, თეთრეული; ტოქსიკური აირები; სპირტი და ფორმალდეჰიდის ხსნარები და მათი შემცველი პროდუქტები; ცხოველები,  ფრინველების, წურბელების, წვრილ კიბორჩალისებრთა, პარაზიტებისა და მავნე მწერთა გამანადგურებლების გარდა, რომლებიც იგზავნებიან მათი შესწავლის მიზნით ან იცვლებიან ოფიციალურ ინსტიტუტებს შორის; არასახიფათო რეპტილიები; ცოცხალი მცენარეები და მათი ნაწილები; მცენარეებისათვის მავნე ნივთიერებები; ავადმყოფობის წარმომქმნელი ცოცხალი ორგანიზმები, ვირუსები, მიკოპლაზმები, ბაქტერიები, სოკოები და მავნე ცხოველები; ყველა ცოცხალი პროდუქტი თუ ისინი პარაზიტებით არიან დაავადებულები; იარაღი და მისი დეტალები; ფეთქებადი და აალებადი ნივთიერებები; ოქრო; თამბაქო; სიგარეტი; ლითონის მონეტები, საბანკო ბილეთები; ის გრამფირფიტები და სხვა  ფონომექანიკური კვლავაღმდგენები,  წიგნები, გაზეთები, ბეჭდვითი გამოცემები, ნახატები და ემბლემები, რომელთა შინაარსი ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი წყობის ან მორალის ნორმებს; რადიოაქტიური ნივთიერებები.


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:
ოქროს, პლატინის ნაკეთობები, ძვირფასეულობა - მიიღება მხოლოდ ფასგამოცხადებული გზავნილებით; საფოსტო მარკები - მხოლოდ ფილატელიური ვაჭრობისათვის: ასეთ გზავნილებს უნდა ჰქონდეთ CN 22 იარლიყი და CN 23 საბაჟო დეკლარაცია და ადრესატები მიიღებენ სან-მარინოს შინაგანი საფინანსო რეგლამენტაციის მოთხოვნების შესაბამისად წინასწარი გაფორმების შემდეგ; ოპიუმი, მორფი და სხვა ნარკოტიკები მიიღება მხოლოდ სამედიცინო ან სამეცნიერო მიზნით სან-მარინოს ჯანდაცვის სამინისტროს ნებართვით; ცოცხალი მცენარეები და მათი ნაწილები - მხოლოდ მათი გაშენების და გამრავლების მიზნით; სანადირო თოფები და მათი ნაწილები, სასროლი, სასტენდო თოფები და საბრძოლო მასალები - სან-მარინოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებართვით; ქვამარილი, არარაფინირებული და ზღვის მარილი, სუფთა ქლორის ნატრიუმი, თეთრი, ყვითელი და წითელი ფოსფორი, ფოსფორისა და გოგირდის ნაერთები, ნიკოტინი, ნიკოტინის მარილები, ასანთი, ცერიუმისა და რკინის ნაერთები, პიროფორირებული ნაერთები, სანთებელები და ასანთები მოწყობილობები და მათი ნაწილები - სან-მარინოს ფინანსთა სამინისტროს ნებართვით; საზომი და საწონი მოწყობილობები, საწონები, ზომები და მათი ნაწილები - თუ პასუხობენ სან-მარინოში მოქმედ რეგლამენტის შესაბამის დებულებებს; რადიოტელეფონის აპარატები, ტელევიზორები და მათი სათადარიგო ნაწილები - მიმღების წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომ ისინი გამოყენებული იქნება კერძო მოხმარებისათვის;


შენიშვნა:

1. СN 23 საბაჟო დეკლარაცია შევსებული უნდა იყოს ფრანგულ ენაზე;
2. სან მარინოს საფოსტო ადმინისტრაცია არ ღებულობს უბრალო და შეკვეთილ წერილებს, რომელთა შიგთავსი ექვემდებარება საბაჟო დაბეგვრას.