სამოა

შესატანად აკრძალული საგნები:
ხორცი და ხორცის პროდუქტები; უხამსი და უცენზურო ხასიათის დოკუმენტები, ბეჭდვითი გამოცემები, სურათები და სხვა საგნები; რადიოაქტიური ნივთიერებები (გზავნილებში); ავადმყოფი პირუტყვი; ნახმარი  საგნები; პათოგენური ორგანიზმები და მცენარეები.


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:

მწერების მკვდარი ეგზემპლარები - სოფლის მეურნეობის ჯანმრთელობის სამსახურის ნებართვით; ფრინველები და ქვეწარმავლები და მათი კვერცხი, ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, ფუტკარი - სოფლის მეურნეობის დირექტორის წინასწარი ნებართვით; მარცვლეული, ხილი, ბოსტნეული, მცენარეული  და ცხოველური თესლი - სოფლის მეურნეობისა და ტყეების გენერალური დირექტორის  წერილობითი ნებართვით; ცეცხლსასროლი იარაღი, შეიარაღება და ასაფეთქებელი მასალები - საბაჟოს მინისტრის მიერ გაცემული ნებართვით; ნარკოტიკები, რადიოაქტიური ნივთიერებები და შხამები - ჯანდაცვის მინისტრის ნებართვით.