სალვადორი

შესატანად აკრძალული საგნები:
ყველა სახის თოფი; ფუტკარი, წურბელა და აბრეშუმის ჭია; ღვინო; ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები; ღვინის საწარმოებელი ტკბილი და სხვა პრეპარატები; სიგარეტის ქაღალდი; საბანკო ბილეთები; მონეტები, ყველა ლითონის ჟეტონები; სახელმწიფოს საფუძვლების საწინააღმდეგო პუბლიკაციები; იარაღი; უხამსი შინაარსის ფილმები; აზარტული სათამაშოები; მონეტების დასამზადებელი მანქანები, რადიოაქტიური ნივთიერებები.


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:
გამაბრუებელი ნივთიერებები - ჯანდაცვის უმაღლესი საბჭოს ლიცენზიით; პარაზიტები - სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით; ნარკოტიკები, იარაღი (განსაზღვრული სახეობის) - სახელმწიფო მონოპოლიის ნებართვით; არაყი, დისტილაციის აპარატები, შაქარი, საქარინი და მისგან ნაწარმოები პროდუქცია, საანგარიშსწორებო აპარატები, ნიტრატები, სიგარეტის ქაღალდი, მონეტები, მარკები - სახელმწიფო მონოპოლიის ნებართვით; ყავა, ალოე - სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნებართვით.


შენიშვნა:
სალვადორის საფოსტო ადმინისტრაცია:

1. არ აგებს პასუხს ფასგამოუცხადებელ გზავნილებზე (მისი შიგთავსის მიუხედავად). ასეთ შემთხვევაში გზავნილი მიიღება, მაგრამ გამგზავნს განემარტება, რომ რესპუბლიკის ტერიტორიაზე გზავნილის დაკარგვის შემთხვევაში არ აუნაზღაურდება მატერიალური ზარალი; უარის შემთხვევაში გამგზავნს უნდა მიეცეს რეკომენდაცია გზავნილის შიგთავსი გაგზავნოს ნაწილ-ნაწილ მცირე პაკეტების სახით;
2. არ მიიღებს უბრალო და შეკვეთილ, ფასგამოუცხადებელ გზავნილებს, რომელთა შიგთავსი ექვემდებარება საბაჟო დაბეგვრას.