პოლონეთი

შესატანად აკრძალული საგნები:
ჰეროინი; ზაფრანის შემცვლელი საშუალებები; შპალერი; დარიშხანზე დამზადებული საღებავებით შეღებილი ქსოვილები და ნივთები; შხამიანი ლობიოს ყველა სახეობა; როზეოლის ვაქცინები; თევზსაჭერი შხამიანი კენკრის ნაყოფი; საზღვარგარეთული ლატარიები და ობლიგაციები, მათი გასათამაშებელი მოწყობილობები; სათამაშო ქაღალდი (ბანქო); ყველანაირი ეტიკეტები; ცხოველური წარმოშობის პროდუქტები (ბეწვი, ხორცი); ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი ნივთიერებები; ნახმარი ტანსაცმელი; ცოცხალი და მკვდარი ცხოველები, თუთიყუშები; საზოგადოებრივი წესრიგის საწინააღმდეგო ნივთები; პოლონეთში მიმოქცევაში მყოფი მონეტები; ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები; დოკუმენტები და კერძო მიმოწერა; ფეთქებადი, აალებადი და სხვა მასალები(ასანთი, სანთებელები, სანთებელების გაზი); გამომსხივებელი მასალები; ბეჭდვითი გამოცემები და ინფორმაციის სხვა მატარებლები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან პოლონეთის ინტერესებს; ცოცხალი ან გამხმარი მცენარეები და მათი  ნაწილები, თესლი, ნაყოფი და მცენარეთა გადამუშავების სხვა პროდუქტები, რომლებიც დაავადებულნი  არიან; კარტოფილი და მისი დამუშავების ნარჩენები; ხილის დამუშავების ნარჩენები; ნიადაგი, კომპოსტი (სასუქი) და ბუნებრივი სასუქები; სარეველები და მცენარეთა ცოცხალი მავნებლები; პოლიგრაფიული მრეწველობის მანქანები და მოწყობილობები; კომპიუტერული სისტემები, მიკროკომპიუტერების გარდა; დოკუმენტების ასლების გადასაღები აპარატები; გასამრავლებელი, ასლგადასაღები აპარატები, ქსეროგრაფები; ელექტრონული პროფესიონალური მოწყობილობები (რადიო-სატელევიზიო გადამცემები), მუსიკალური აპარატების გარდა; ტიპოგრაფიული საღებავები, ჰეკტოგრაფიული საღებავები, ჰეკტოგრაფიული მელანი და ტუში; ჰეკტოგრაფიული კალკა, სამრავლებელი მატრიცები,  დამხმარე ტიპოგრაფიული მასალები; ბეჭდვითი გამოცემები (გაზეთები, წიგნები, ნოტები, რუქები, რეპროდუქციები, პლაკატები, ფოტოგრაფიული ბარათები) 20 ეგზემპლარზე მეტი რადენობით; გზავნილები, რომლებსაც შეუძლიათ ზიანი მიაყენონ ფოსტის მუშაკებს, დასვარონ ან გააფუჭონ სხვა გზავნილები.


შესატანად პირობითად დაშვებული ნივთები:
ოპიუმი, მორფი და სხვა ნარკოტიკები - პოლონეთის ფინანსთა და ჯანდაცვის სამინისტროს და საბაჟოს ნებართვით; მედიკამენტები - სამედიცინო რეცეპტის საფუძველზე გაცემული ფინანსთა სამინისტროსა და საზოგადოებრივი ადმინისტრაციიც ნებართვით; თეთრი და ყვითელი ფოსფორი და მისი ნაწარმი - ჯანდაცვის სამინისტროს ნებართვით; ტყვიის თეთრა - პოლონეთის ჯანდაცვის, ვაჭრობის, ფინანსთა და მრეწველობის სამინისტროების ნებართვით; ფრინველები, ბოლქვები, ძირხვენები და ძირები, ახალი ხილი და ბოსტნეული, პარკოსანი და მარცვლეული კულტურების თესლი - საკარანტინო ინსპექციის მოწმობით; თამბაქოს ნაწარმი - თუ ერთ გზავნილზე მათი რაოდენობა არ აღემატება 200 გრ. თუთუნს, 40 გრ. საბურნუთე თამბაქოს, 200 ცალ სიგარეტს, 80 ცალ სიგარას; საქარინი სა სხვა ქიმიური შენაერთები, რომლისაგან შესაძლებელი საქარინის და მისი მსგავსი პროდუქტების მიღება - მხოლოდ აფთიაქებისა და ფაბრიკების მისამართით, სპეციალური ნებართვით; ეთილი და ეთილის სპირტი - პოლონეთის ფინანსთა, ვაჭრობისა და ჯანდაცვის სამინისტროების სპეციალური ნებართვით; მიცვალებულთა ნეშტის ფერფლის შემცველი ურნები - პოლონეთის მუნიციპალური საბჭოს პრეზიდიუმის ნებართვით; მრავალჯერადი ასლგადასაღები მასალები - საგარეო ვაჭრობის სამინისტროს ნებართვითა და საბაჟო ტარიფების დებულებების შესაბამისად.