პარაგვაი

შესატანად აკრძალული საგნები:
ყალბი ფული; ასანთი; გუდრონისგან, მინერალური პროდუქტებისგან, შხამიანი მცენარეებისგან დამზადებული მოხმარებისათვის ვარგისი საღებავი ესენციები; უცხოეთის ლატარიის ბილეთები; ავადმყოფი ცხოველები; რძე; კარაქი; ყველი; კარტოფილი; ხახვი; ბრინჯი; ხორბლის ფქვილი; მცენარეული წარმოშოის ცხიმი და კარაქი; ძეხვეული; შაქარი; ტკბილეული; მიწის თხილი; ხილის და პომიდვრის წვენები; ძმარი; სიგარები და სიგარეტები; მარილი; საპონი; ლილა; ასანთი; ჩემოდნები; ტომრები; ჩანთები და ფუტლიარები; რვეულები; მოკლე ვადით სარგებლობის ბეჭდვითი  გამოცემები (მაგ., ჩეკების წიგნაკი); ქაღალდი დიაგრამებისათვის (მილიმეტროვკები); ბამბა; მაღალყელიანი წინდები; ქსოვილი; წინდები; სელის გადასაფარებლები; სამშენებლო მასალები; ელექტრო ბატარეები; ნავთობპროდუქტები; ავეჯი; პლასტმასის სათამაშოები; აზარტული თამაშების ნივთები (რულეტები და სხვა); რადიოაქტიური ნივთიერებები.


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:
არაშხამიანი მცენარეებისგან დამზადებული მოხმარებისათვის საჭირო სამღებრო ესენციები - ადრესატზე გადაცემამდე მათი შემოწმების პირობით; ფართო მოხმარების თეთრეული - დეზინფექციის  მოწმობის არსებობის შემთხვევაში; ანილინი - თეთრი თუნუქის ყუთში შეფუთვის პირობით, რომელიც შემდეგ მოთავსებულია ხის ყუთში, კედლის სისქე არა ნაკლებ 1 სმ-ისა; ნარკოტიკები; მედიკამენტები; ფსიქოტროპიული ნივთიერებები - ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ნებართვით; იარაღი, საბრძოლო მასალები - სამხედრო მრეწველობის დირექციის ნებართვით; კოპირების მანქანები - შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებართვით.