ნიგერია

შესატანად აკრძალული საგნები:
თეთრი ფოსფორის ასანთი; უხამსი ხასიათის ბეჭდვითი გამოცემები, ფილმები, გრავიურები და სხვა; სპირტი და ალკოჰოლური სასმელები; სპირტის დასამზადებელი ესენციები; ნარკოტიკები; ცოცხალი ცხოველები; ყავის, კაკაოს, შაქრის ლერწმის ციტრუსების ნერგები; ფულის დასამზადებელი აპარატები და ინსტრუმენტები; თევზის კონსერვები; საკონდიტრო ნაწარმი; თხილი; შაქარი და შაქრის პროდუქტები; შაქრიანი სითხეები (სიროფები); ხილი; ხელოვნური ყვავილები; კბილის პასტა; ფოტოქაღალდი; ფული; საფეხბურთო მატჩების ანგარიშების პროგნოზების მონაცემები; ანგარიშები; ნიჟარები; სიგარები და სიგარეტები; ასანთი; ქსოვილები; რკინა-კავეული; ქაშანურის, ფაიფურის და თიხის ნაკეთობები; ბეწვეულის ნაკეთობები; ნაქსოვი ნივთები; ტყავის, ქსოვილის, ელასტიკის, ტილოს ნაკეთობები; გერბები და ეტიკეტები; პირსახოცები  და თეთრეული; საგზაო ნაკეთობები (ჩანთები); საცობები; მინის ნივთები და სამშვენისები; პლასტმასის ნაკეთობები; ტიული და ნაქარგები; ფეხსაცმელი; ხალიჩები; ფიანდაზები;  სანთელი; ძვირფასი და ნახევრადძვირფასუ ქვები, მათ შორის მარგალიტიც; კალენდრები, ღია ბარათები და ბლოკნოტები; მონეტები; კბილის საჩიჩქნი ჩხირები; ლატარიები; ყალბი ფული ან ბილეთები; ჩაი; ხორცი; ბოსტნეული; სანადირო ფარნები, ცხოველთა რქები; ნიადაგი; მცენარეული მასალები; იარაღი; ჯაგრისები; ყველა სახის ტანსაცმელი; საბანკო ბილეთები; რადიოაქტიური ნივთიერებები.


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:
ხმოვანი ჩანაწერები - თუ ადრესატს გააჩნია კონტროლის კომისიის ნებართვა; სამეცნიერო დაწესებულებებისა და ფარმაცევტებისთვის განკუთვნილი სპირტის სახდელი აპარატები, ესენციები და ექსტრაქტები, საღებავები და სხვა - ნიგერიის ფედერალური რესპუბლიკის მთავრობის ნებართვით; ნარკოტიკები - შეიტანება მხოლოდ ოფიციალური სამედიცინო დაწესებულებების მიერ; მედიკამენტები - სამედიცინო დაწესებულებების ნებართვით;  ძვირფასი ქვები და ლითონები - 5 ფრანკზე ნაკლები ღირებულებით; პარაზიტები - აღიარებულ ორგანიზაციებს შორის გაცვლის წესით; ფუტკარი, წურბელა, აბრეშუმის ჭია - სპეციალური ყუთებით; სამუშაო ფორმა - იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც აქვთ მისი ტარების უფლება; გასაღებების დასამზადებელი მანქანები - პოლიციის გენერალური ინსპექტორის ნებართვით; ცრემლმდენი გაზი - რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი ნებართვით; ნახმარი ტანსაცმელი - ჩატარებული დეზინფექციის შესახებ სერტიფიკატით; მცენარეები - სოფლის მეურნეობის კვლევის დეპარტამენტის დირექტორის ლიცენზიითა და მცენარეთა კარანტინის სამსახურის ნებართვით.


შენიშვნა: მიიღება მხოლოდ ფასგამოცხადებული ამანათები.