მონღოლეთი

შესატანად აკრძალული საგნები:
ხილი; ბოსტნეული; თევზი; სასმელები; ფოტოქაღალდი; საათი; რაიოაქტიური ნივთიერებანი; ფეთქებადი და აალებადი ნივთიერებანი; იარაღის ყველა სახეობა, გარდა სპორტულისა; ტყვია-წამალი და კაფსულები, ხანჯლები; სათევზაო ბადეები; მოკლე ტალღებზე მომუშავე რადიომიმღებები, რადიოგადამცემები, სხვა რადიოაპარატაურა, მათი დეტალები და სათადარიგო ნაწილები; როტატორები; ოპიუმი და სხვა ნარკოტიკული საშუალებანი, მათი დამზადებისა და მოხმარების საშუალებანი; ვალუტა, ჩეკები (სამგზავრო და სახელობითი), მონღოლეთის და სხვა ქვეყნების სავალუტო ფასეულობანი და ფასიანი ქაღალდები შესაბამისი ორგანიზაციების ნებართვის გარეშე, აგრეთვე სავალუტო ფასეულობანი და ფასიანი ქაღალდები, რომელთა ღირებულება აღემატება საზღვარგარეთის ქვეყნების ბანკთაშორისი შეთანხმებით გათვალისწინებულ თანხას.მცენარეები, მათი თესლი და სანერგე მასალა; A D და B ჯგუფის სამედიცინო და ვეტერინარული მედიკამენტები;  ქირურგიული, დიაგნოსტიკური, ლაბორატორული, სტაციონარული და მოძრავი მოწყობილობა და მისი ინსტრუმენტები; მონღოლეთის და სხვა ქვეყნების ლატარიის ბილეთები; მონღოლეთის საფოსტო მარკები; ცხოველური წარმოშობის საგნები და ნედლეული; მალფუჭებადი საკვები პროდუქტი; შალის და ბამბის ქსოვილები, თითოეული დასახელების ქსოვილი 3 მეტრზე მეტი სიგრძისა; ნართი; საგნები დეზინფექციის გარეშე; ნახმარი თეთრეული, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი;ცალკეულ პიროვნებათა შესახებ ინფორმაციის (მოქალაქეობის, სამსახურებრივი მდგომარეობის) შემცველი საბუთები; ალკოჰოლური სასმელები; მავნე იდეოლოგიიის და პორნოგრაფიული ხასიათის ხელოვნბათა ნიმუშები, წიგნები, ბეჭდვითი გამოცემები, გრამფირფიტები, კინოფილმები, ფოტოფირები და ფოტოსურათები, მათი ორიგინალები და ასლები, ასევე მონღოლეთის საზოგადოებრივ მოწყობასთან შეუთავსებელი საგნები; მონღოლეთის კანონმდებლობით ქვეყანაში შესატანად აკრძალული ყველა საგანი; საერთაშორისო საფოსტო კონვენციით გადასაზიდად აკრძალული საგნები; ფქვილი, ბურღულეული, მაკარონის ნაწარმი; საზღვარგარეთ დამზადებული ხორცის კონსერვი.


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:
ნახმარი ტანსაცმელი - დეზინფექციის ჩატარების შესახებ ცნობის არსებობის შემთხვევაში; სახლის პირობებში დამზადებული საკვები პროდუქტი - თუ გამგზავნ გააჩნია ადგილობრივი სანიტარული ორგანოების მიერ გაცემული ცნობა; შინაური ცხოველები, ძაღლები, კატები, ფრინველი, ტყავი, ბეწვი და სხვა ნედლეული - ვეტერინერული მოწმობის არსებობის შემთხვევაში.