მონაკო

შესატანად აკრძალული საგნები:
ლატარიის ბეჭდვითი გამოცემები; მონეტები, პლატინა, ოქრო, ვერცხლი, დამუშავებული ან არა, ძვირფასეულობა; საბანკო ბილეთები; ფეთქებადი, აალებადი ან სახიფათო ნივთიერებები; კაფსულები დეტონირებადი დენთით; საბრძოლო და სანადირო პატრონები; ყველანაირი შეიარაღება; ცელულოიდი; უცნობი მედიკამენტები ან მედიკამენტები რეცეპტზე ან შეფუთვაზე დასახელების  გაურკვეველი წარწერით; ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები; ჩვილთა კვების ბოთლები და საწოვარები; ცოცხალი ცხოველები ფუტკრის ან წურბელების გარდა; მკვდარი ცხოველები და მათი ტყავი; კვერცხი; აშშ-ის და კანადის კარტოფილი; ვაზი, ვენახეული მცენარეები, კალმები, ფოთლები და მევენახეობის სხვა ნარჩენები; წაბლის ხეები; ალვის ხის ნერგები და კალმები; ბამბის თესლი; წიწვოვანი მცენარეები და მათი ქერქი; დასათესად უვარგისი, სასილოსე მარცვლეულის თესლი; ცოცხალი მცენარეები და მათი ნაწილები; ახალი ხილი; ასანთის დასამზადებელი ხის მასალა; წიგნები ფრანგულ ენაზე; ის საქონელი, რომელთაც აქვთ ყალბი დამამზადებელი საწარმოს მარკები; ნახატები მინაზე; ფოტოსურათები; მუსიკალური გრამფირფიტები; სოფლის მეურნეობის პროდუქტები; კონსერვები; ყურძენი და მისგან ნაწარმოები პროდუქტები; სპირტიანი სასმელები; მცენარეული საკვები ცხიმები; მარგარინი; მიცვალებულთა ნეშტის ფერფლის შემცველი ურნები; რადიოაქტიური ნივთიერებები.


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:
ნარკოტიკები - დაიშვება მხოლოდ სამედიცინო და სამეცნიერო მიზნით, სპეციალური ნებართვით და სპეციალური შეფუთვით; ოქროს ნაწარმი, მონეტები, საბანკო ბილეთები - საფრანგეთის მთავრობის ნებართვით; სავაჭროდ განკუთვნილი იარაღი, სანადიროს ჩათვლით - შეტანაზე ლიცენზიით; ცელულოიდის ნაკეთობები, კინოფილმები ორმაგი შეფუთვით (თუნუქის და ხის ყუთებით); შრატები, ვაქცინები, ვირუსები, ტოქსინები და მსგავსი პროდუქტები - კომპეტენტური ორგანიზაციების ნებართვით; თაფლი, ცვილი და ფუტკარი - სახელმწიფოს მიერ აღიარებული ორგანოების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირთა მიერ გაცემული წარმომავლობისა და ავადმყოფობის სერტიფიკატით; მკვდარი თევზი - გამომგზავნი ქვეყნის მიერ გაცემული წარმომავლობის სერტიფიკატით, რომელსაც ამოწმებს ადგილობრივი მუნიციპალური ორგანოს წარმომადგენელი; გაყინული თევზი - თევზჭერის აკრძალვის პერიოდში, ფაბრიკულად შეფუთული და წარწერით “გაყინული თევზი”; მტკნარი წყლის თევზები, დამარილებული ან შებოლილი, ორაგულისა და მდინარის გველთევზას გარდა -  თევზჭერის აკრძალვის პერიოდში; კვების პროდუქტები - წარმომავლობის სერტიფიკატით; წაბლი და კარტოფილი (წარმომავლობით აშშ-დან და კანადიდან კარტოფილის  გარდა); ყვავილები, კოკრები, ფოთლები, ღეროები - ფიტოსანიტარული სერტიფიკატით; ფოთლოვანო თამბაქო, თუთუნი, სიგარები, სიგარეტები, საბურნუთე თამბაქო - მონაკოს სამთავროს ნებართვით; პერიოდული გამოცემები, პუბლიკაციები, სურათებიანი ან ნახატებიანი ალბომები, გრავიურები, კლიშეები, ლითოგრაფიები - კონტროლის გაცვლის შემდეგ; დესერტული ღვინოები, სპირტი და ლიქიორები, ნავთობის და ფიქალის ზეთები, გუდრონი და სუბსტატები - კომპეტენტური ორგანიზაციების ნებართვით; ცხოველური წარმოშობის პროდუქტები - სერტიფიკატით და გაიცემა სანიტარული შემოწმების შემდეგ; შალის ქსოვილები - გამომგზავნი ქვეყნის მიერ გაცემული წარმომავლობის სერტიფიკატით; ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები - სპეციალური (დამამზადებლის) დამღით.