მაროკო

შესატანად აკრძალული საგნები:
პროდუქტები, რომლებიც არ შესაბამებიან საქონლის (საკვები პროდუქტი, სასმელები, ფალსიფიცირებული, მალფუჭებადი და შხამიანი ნივთიერებანი) სავაჭრო გაცვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების პირობებს; ღვინისა და ღვინის ტკბილის გამაუმჯობესებელი პროდუქტები, ხელოვნური ღვინის დასამზადებელი, ყალბი ღვინის  ტკბილის ან ცუდი ანალიზის მქონე ღვინოს ხარისხის დამმალავი პროდუქტები; სპირტი და მსგავსი სასმელები (ესენციები); მილისებური საწოვარა და მისის ცალკეული ნაწილები; საწოვარები ბოთლებისათვის; ანისის (ვაშლის) ესენციები; ცოცხალი მწერები; იმ მწერთა კვერცხები და ჭუპრები, რომლებიც არ ინახებიან სითხეებში; მიკრომიცეტები, ტალოფიტები ან სოკოვანო ორგანიზმები, ფუტკრის და აბრეშუმის ჭიის გარდა; ფული ან საბანკო ბილეთები (მაროკოს ან საზღვარგარეთული), ლატარიის ბილეთები; ნივთები, რომლებზეც ყალბი აღნიშვნებია გაკეთებული; ყალბი ნივთები; მაგნიტოფონის ფირები; ძვირფასი ლითონები და მათი ნაკეთობები; უხამსი პუბლიკაციები; აბორტის გამომწვევი მედიკამენტები; ლობიო; წიწაკა; გარეული ფრინველის ხორცი; იარაღი; რადიოაქტიური ნივთიერებები;


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:
სამედიცინო ან სამეცნიერო  მიზნებისათვის განკუთვნლი ნარკოტიკები - შეფუთვაზე შესაბამისი აღნიშვნით; სპირტის ესენციები და მსგავსი ნატურალური და ხელოვნური პროდუქტები, ექსტრაქტები - მხოლოდ მედიკამენტების სახით ფარმაცევტებისათვის; დაუმუშავებელი ტყავი, ტყვიის თეთრა და მისი შემადგენელი ნაწილები - მაროკოს შრომის მინისტრის ნებართვით; ფუტკარი - ისეთი ყუთებით, რომელიც იძლევა შიგთავსის შემოწმების საშუალებას და არ  უქმნის საფრთხეს ფოსტის მუშაკებს; წურბელები - სპეციალური შეფუთვით; თამბაქო, სასწორები და საწონები, გოგირდი და ნატრიუმის აზოტმჟავა მარილები - მაროკოს კომპეტენტური ორგანოების განსაკუთრებული ნებართვით;  გამოსახდელი კუბები და  დისტილაციის აპარატები - მაროკოს ფინანსების სახელმწიფო მდივნის ნებართვით; ცელულოიდი, ფილმები - შესაბამისი შეფუთვით; სანთლები (ერთ პაკეტში 12 ცალი) - 250 გრამამდე მასით; ჩაი - ჩაის წარმოების ეროვნული სამმართველოს ნებართვით; ძონძები - მრეწველობის სამინისტროს ნებართვით; იარაღი, იარაღით მოვაჭრეებისა და კერძო პირთათვის - ეროვნული უსაფრთხოების გენერალური დირექტორის ნებართვით; ფარული  გამრავლების უნარის მქონე მცენარეები (საფუარი, ტალოფერი, სოკო), კეფირი და კუმისი - ასეთი გზავნილების გარეკანზე მწერის ან მცენარის დასახელების მითითებით.