მალაიზია

შესატანად აკრძალული საგნები:
ცელულოიდი; უხამსი და ამორალური ხასიათის ნივთები; მცენარეები,  მათი ნაწილები და თესლი; ყველა სახის იარაღი; საბანკო ბილეთები; სანთებელები;  ცირკულარები; სააფთიაქო საქონლის,  მედიკამენტების, ასანთის ამულეტების, თილისმების ანოტაციები და რეკლამა; მავნე მომწამვლელი ნივთიერებები; ცოცხალი ცხოველები; ყალბი მონეტები და მარკები; აზარტული თამაშები და მათი ბეჭდვითი გამოცემები; ძვირფასი ქვები; წერილები ამანათებში; გაზის სანთებელები; ის ნივთები, რომლებსაც შეუძლიათ დასვარონ ან დააზიანონ ფოსტის თანამშრომლები  ან სხვა გზავნილები; სამედიცინო კვლევისა და ანალიზისათვის საჭირო სითხეები და ნივთიერებები; მონეტები; ლითონის ზოდები; დამამზადებელი საწარმოს მარკები; ამულეტები; ლატარიის მოწყობილობები; საფეხბურთო მატჩების ტოტალიზატიორების დოკუმენტები; ამანათებში ჩაკეთებული ის წერილები ან დოკუმენტები, რომლებიც განკუთვნილია არა მიმღებისავის, არამედ სხვა პიროვნებისათვის; მოგზაურობის ქვითრები და სხვა ფასიანი ქაღალდები.


პირობითად დაშვებული ნივთები:

მალფუჭებადი ბიოლოგიური ნივთიერებები - მხოლოდ ოფიციალურად აღიარებულ დაწესებულებებს შორის გაცვლის  მიზნით; ნარკოტიკები, ფსიქოტროპული ნივთიერებები, საწამლავები, შპრიცები, ტოქსინები - ჯანდაცვის სამინისტროს ნებართვით; პარაზიტები - ნიმუშების სახით, ოფიციალურად აღიარებულ ინსტიტუტებს შორის გაცვლის მიზნით; ცელულოიდი - სპეციალური შეფუთვით; მწერები, ლოკოკინები, ფუტკარი, წურბელა, აბრეშუმის ჭია - იგზავნება სპეციალური შეფუთვით; საბანკო ბილეთები - სავალუტო გაცვლის სამსახურის ხელმძღვანელის ნებართვით; მოხდილი რძე - მედიკამენტებისა და კვების პროდუქტების ვაჭრობის სამსახურის ნებართვით.