ლიხტენშტეინი

შესატანად აკრძალული საგნები:
უხამსი და უზნეო ხასიათის ნივთები; აბსენტი და მისი პროდუქტები; სპირტიანი სასმელები; ხელოვნური და ვაშლის ღვინოები და მათი წარმოებისათვის საჭირო ნივთიერებები; ფოსფორისა და გოგირდის ასანთი; მკვეთრი სუნის მქონე ნივთიერებები (ბრომი, ქლორი და სხვა); ხორცის პროდუქტები, ცხენის ხორცი; კომპოსტი (სასუქი) და ნეშომპალა; შეუფუთავი ბუჩქები; ბინების ინტერიერის საგნები; მანქანები, ინსტრუმენტები და სხვა, რომელთა სიგრძე აღემატება 2,5 მეტრს; 10 ლიტრზე მეტი სითხეები, მსხვრევადი ტარით; ლატარიის ბილეთები და ლატარიის კუთვნილი კუპონები, განცხადებები, სატირაჟო ნომრების სიები; დაუმუშავებელი ცვილი; ნატურალური ფიჭა; ნარკოტიკები.


პირობითად დაშვებული საგნები:
ოპიუმი, მორფი და სხვა ნარკოტიკები, შრატები და ვაქცინები - შვეიცარიის ჯანდაცვის ფედერალური სამსახურის ნებართვით, მხოლოდ სამედიცინო მიზნებისათვის; კურდღელი, შინაური ფრინველი, გარეული ფრინველის ხორცი, კიბორჩხალისებრთა ოჯახის ცხოველები და საკვები მოლუსკები, მათი ხორცი და ხორცის პროდუქტები, ხარის, ღორის, თხის, ცხვარის ნაწლავები და შიგნეულობა,  თევზის ხორცი - შვეიცარიის (ბერნი) ფედერალური სამსახურის ნებართვით; სოსისები და დაკონსერვებული ხორცი, ფუტკარი (გზავნილების მასა არ უნდა აღემატებოდეს 20 კგ.-ს), რომელიც იგზავნება სატრანსპორტო კვანძების მიმდინარე ტერიტორიებზე  - სანიტარული მოწმობით; პარაზიტები და მავნე მწერთა გამანადგურებლები - ოფიციალურად აღიარებულ დაწესებულებათა მისამართით; სამხედრო აღჭურვილობა - ფედერალური სამხედრო დირექციის ნებართვით; ყველა სახის მარილები - კომპეტენტური ორგანოების სპეციალური ნებართვით; სპირტი - მხოლოდ ალკოჰოლის ფედერალური სამმართველოს მისამართით; სასწორები და საწონები - საბაჟო ორგანოების შეხედულებისამებრ; ძვირფასი ლითონის ნაკეთობები - ძვირფასი ლითონების კონტროლის ცენტრალური  ბიუროს ნებართვით; ნაღების კარაქი - არაუმეტეს 500 გრამისა; რადიოაქტიური ნივთიერებები - ჯანდაცვის ფედერალური სამსახურის ნებართვით.