ლიბანი

შესატანად აკრძალული საგნები:
ბრიკეტები ბუტანის გაზის შემაცველობით; ცხოველები, მათი ტყავი და ნაწილები; გაფუჭებულიდა დაობებული კონსერვები, სამედიცინო და ქირურგიული ხელსაწყოები, ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქტები; საკვები პროდუქტების შესაფუთად გამოსაყენებელი შეღებილი ქაღალდები შხამიანი ნივთიერებების შემცველობით; ხელოვნური ზეთები; ზეთის ესენცია; ცოცხალი მწერები და მათი კვერცხები;  სიგარეტის ქაღალდი რულონებად და სიგარეტის ქაღალდის  (სიგარეტების დასამზადებლად ან სიგარეტების შესფუთად), ყუთები; თამბაქოს ან სიგარეტის დასამზადებელი მანქანები; რადიოგადამცემები; უხამსი ხასიათის საგნები; ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები; მცენარეული ცხიმებისგან ნაწარმოები ქიმიური პროდუქტები და სხვადასხვა ესენციები ყალბი სპირტიანი სასმელების დასამზადებლად; წარწერების წასაშლელი ქიმიური პროდუქტები; კამისა და ანისის (ვაშლის) ესენციები. ყალბი საწარმოების და სავაჭრო მარკები; ფეთქებადსაშიში ნივთიერებები; საბრძოლო მასალები; აზარტული თამაშების ნივთები; ავტომობილები; კონსერვები; კარტოფილი; ცხიმი; თევზის ქონი; მიკრობები; ცხოველის თესლის სითხე; რძის ფხვნილი 25%-ზე ნაკლები ცხიმიანობით; რადიოაქტიური ნივთიერებები; მონეტები, ქაღალდის ფული ან ყველა ფასეულობა წარმომდგენზე,  სამგზავრო ჩეკები; პლატინა, ოქრო, დამუშავებული ან დაუმუშავებელი ვერცხლი, ძვირფასი ქვები, ძვირფასეულობა და სხვა ფასეული საგნები;  თხევადი ნივთიერებების შემცველი საგნები ან თხევად მდგომარეობაში ადვილად გარდამავალი საგნები; მინის ან მსგავსი ნივთიერებისგან დამზადებული საგნები; მსხვრევადი საგნები.


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:
მედიკამენტები, ქირურგიული ხელსაწყოები, ქიმიური პროდუქტები, რძე ძუძუთა ბავშვებისათვის, საბავშვო საწოვარები, ოპიუმი, მორფი, კოკაინი და სხვა ნარკოტიკები, გადაიგზავნება სამედიცინო ან სამეცნიერო მიზნით და სხვა - ადრესატისათვის ლიბანის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ ნებართვის გაცემის შემთხვევაში; საპნის დამამზადებელი მრეწველობისათვის საჭირო მაგარი ცხიმები და თევზის ქონი დენატურირების სავალდებულო პირობით; კასრები, ბოთლები და სხვა ტევადობები  სპირტიანი სასმელების, არყის და რომის შიგთავსით - მათზე იარლიყებით ან მარკირებით, სადაც აღნიშნულია შიგთავსის ზუსტი აღწერილობა, დამამზადებელი საწარმოს და წარმომავლობის ქვეყნის სრული სახელწოდება; ცხენის ძუისგან დამზადებული საპარსი ჯაგრისები და ტუალეტის სხვა საგნები - საკარანტინო სამსახურების მიერ ჩატარებული სტერილიზაციის დამადასტურებელი ცნობით; ალკოჰოლური სასმელები სალიცილის მჟავის შემცველობით, რომლებიც საჭიროებენ ქიმიურ შემოწმებას; ყავა, ფქვილი 6%-იანი მშრალი წებოვანათი და 25% ელასტიურობით; საპონი სალიცილიუმის ნატრიუმის შემცველობით, კირი, ტალკი ან სხვა მსგავსი ნივთიერებები; ხელოვნური, შეფერილი  ან ფალსიფიცირებული ჩაი - ლივანის კომპეტენტური ორგანოების განსაკუთრებული ნებართვით;   ღორის ხორცი და ძეხვეული - წარმომავლობის შესახებ მოწმობის არსებობის შემთხვევაში; აბრეშუმის ჭიის კვერცხი შეფუთული ორ ყუთად - საკონტროლო ორგანოს ბეჭდით (გადაგზავნა აკრძალულია ყოველწლიურად 1 მაისიდან 15 სექტემბრამდე); სიგარეტი, პაპიროსი, თამბაქოს ფურცლები - ლივანის ფინანსთა მინისტრის ნებართვით; ქაღალდი, ქსოვილი, მინერალური საღებავი, მედიკამეტები და ქიმიური პროდუქტები,; დაუმუშავებელი ან რაფინირებული გოგირდი, ციანოვანი ნატრიუმი, დარიშხანი, ფრანგული წარმოების  ღვინოს, არყის და ლიქიორებისათვის დაბეჭდილი ეტიკეტები; რადიოელექტრული აპარატები  - ლივანის კომპეტენტური ორგანოს განსაკუთრებული ნებართვის პირობით; ცელულოიდი და მისი ლენტი - შესაბამისი შეფუთვით; ხორცი, ყველი - ჰიგიენის სამინისტროს ნებართვის პირობით; კვერცხი - ზუსტი წონით და  აღნიშვნით "კვერცხი"; წითელი თითბერი - ფინანსთა სამინისტროს ნებართვით.


შენიშვნა:

1. ამანათის წონა ლივანში ავიატრანსპორტით გადაგზავნისას არ უნდა აღემატებოდეს 10 კგ.-ს.;
2. ლივანის საფოსტო ადმინისტრაცია:
  2.1. არ ღებულობს შეკვეთილ გზავნილებებს `წარმომდგენზე~ მონეტების ან ქაღალდის ფულის,   ნებისმიერი ფასელობების შიგთავსით, ან სამგზავრო ჩეკების პლატინის, ოქროს, დამუშავებული და დაუმუშავებელი ვერცხლის, ძვირფასი ქვების, ძვირფასეულობის და სხვა ძვირფასი საგნების შიგთავსით;
  2.2. არ იღებს პასუხისმგებლობას შეკვეთილ ან სხვა გზავნილებებზე მინის ან მსხვრევადი საგნების შიგთავსით, მათი მიტაცების ან გაფუჭების შემთხვევაში.