ცნობა საფოსტო მომსახურების შესახებ

ცნობა საფოსტო მომსახურების განხორციელების დადასტურების  შესახებ- დოკუმენტი, რომელიც გაიცემა საფოსტო გზავნილის გამგზავნის, ადრესატის, ან მათი კანონიერი წარმომადგენლის მომართვის საფუძველზე და შეიცავს ინფორმაციას „საქართველოს ფოსტის“ საშუალებით გაგზავნილი/მიღებული საფოსტო გზავნილის შესახებ.

ცნობა გაიცემა მატერიალური  დოკუმენტის სახით, რომელიც განთავსებულია კომპანიის სატიტულო ფურცელზე, დამოწმებულია უფლებამოსილი პირის ხელმოწერით, მინიჭებული აქვს ნომერი და თარიღი.

 

სად შემიძლია ცნობის მოთხოვნა?

ცნობის მოთხოვნით შეგიძლიათ მიმართოთ „საქართველოს ფოსტის“ ცენტრალურ ოფისს ან ნებისმიერ სერვისცენტრს ან მოთხოვნა გამოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე info@gpost.ge.

 

რა არის საჭირო იმისთვის, რომ ცნობა ელექტრონულად მოვითხოვო?

ცნობის მოთხოვნის მიზნით გთხოვთ ამობეჭდოთ და შეავსოთ განცხადების ფორმა, მოაწეროთ ხელი და საჭირო დოკუმენტების ასლებთან ერთად გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე info@gpost.ge.

განცხადებას ცნობის მოთხოვნის შესახებ უნდა დაერთოს:

Øპირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. თუ განმცხადებელი გზავნილის გამგზავნის ან ადრესატის კანონიერი წარმომადგენელია, პირადობის  დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად საჭიროა სათანადო წესით შედგენილი რწმუნებულება;

Øკომპანიის მიერ გაცემული რეესტრი, სადაც აღნიშნულია გზავნილისთვის მინიჭებული კოდი. აღნიშნული დოკუმენტი საჭიროა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ  განმცხადებელი გზავნილის გამგზავნი, მისი კანონიერი წარმომადგენელი ან გზავნილის წარმომდგენია

Øცნობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი

Øსოციალურად დაუცველი პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ პირი ირიცხება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (ამ  შემთხვევაში ცნობა გაიცემა უფასოდ).

 

რამდენ გზავნილზე შემიძლია მოვითხოვო ცნობა ერთი განცხადებით?

ფიზიკურ პირს უფლება აქვს ერთი განცხადებით მოითხოვოს ინფორმაცია 5 გზავნილზე, ან ერთ თვიან პერიოდზე (ამ შემთხვევაში გზავნილების რაოდენობა შეზღუდული არ არის), ხოლო იურიდიულ პირს  - 5 გზავნილზე ან 15 დღიან პერიოდზე (ამ შემთხვევაში გზავნილების რაოდენობა შეზღუდული არ არის).

როგორია ცნობის საფასური?

ფიზიკური პირისათვის ცნობის საფასური შეადგენს 5 ლარს:

Ø ყოველ 5 გზავნილზე

       ან

Ø ყოველ 1 თვემდე პერიოდზე

თუ ცნობის მიღება სასურველ მისამართზე გსურთ, ცნობის საფასურს ემატება მისი გაგზავნის ღირებულება - 2.5 ლარი.

 

იურიდიული პირისთვის ცნობის საფასური შეადგენს  - 7,5 ლარს (იურიდიული პირი ცნობას მიიღებს სასურველ მისამართზე):

Ø ყოველ 5 გზავნილზე;

     ან

Ø ყოველ 15 დღიან პერიოდზე.

 

სად არის შესაძლებელი ცნობის ღირებულების გადახდა?

თუ ცნობის მოთხოვნით სერვისცენტრს მიმართავთ, მის საფასურსაც იქვე გადაიხდით. სხვა შემთხვევაში ცნობის საფასურს იხდით შემდეგ რეკვიზიტებზე:

Ø  მიმღები ბანკი: სს „საქართველოს ბანკი“

Ø  მიმღები ბანკის კოდი: BAGAGE22

Ø  მიმღები: შპს „საქართველოს ფოსტა“

Ø  მიმღების ანგარიშის ნომერი: GE13BG0000000123286800GEL

Ø  დანიშნულება: ცნობის გაცემის საფასური

 

განცხადების წარდგენიდან რა ვადაში მივიღებ ცნობას?

ცნობას მიიღებთ განცხადების წარდგენიდან 7 სამუშაო დღეში.