მომხმარებლის სახელმძღვანელო

კარი X. საერთო დებულებები / თავი 22. სავალდებულო საბაჟო პროცედურებს დაქვემდებარებული საფოსტო გზავნილების ჩაბარების წესი
მუხლი 71. სავალდებულო საბაჟო პროცედურებს დაქვემდებარებული საფოსტო გზავნილების საქართველოს ტერიტორიაზე ჩაბარების წესი

71.1. საერთაშორისო შემომავალი საფოსტო გზავნილი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება სავალდებულო საბაჟო დეკლარირებას, „საქართველოს ფოსტის“ მიერ გაიცემა მხოლოდ ამგვარი დეკლარირების განხორციელების შემდეგ.

71.2. საფოსტო გზავნილის დეკლარირების უფლება აქვს მხოლოდ ადრესატს (უშუალოდ იმ პირს, რომლისთვისაც დამისამართებულია გზავნილი ან მის კანონიერ წარმომადგენელს სათანადო წესით გაცემული მინდობილობის საფუძველზე).

71.3.     ადრესატი უფლებამოსილია საბაჟო დეკლარაციის წარდგენა განახორციელოს „საქართველოს ფოსტის“ სერვისცენტრის საშუალებით.

71.4.     საბაჟო დეკლარირებისას, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შესაძლოა მოთხოვნილ იქნეს დამატებითი ინფორმაცია (დოკუმენტი).

71.5.     საბაჟო დეკლარაციის წარდგენამდე, ადრესატს უფლება აქვს მოითხოვოს საფოსტო გზავნილის გახსნა და დათვალიერება. ასეთ შემთხვევაში, მისი გახსნა ხორციელდება საბაჟო ტერმინალში ადრესატის, „საქართველოს ფოსტისა“ და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლების მონაწილეობით.

71.6.     ადრესატის მიერ საფოსტო გზავნილის დეკლარირების ვადა შეადგენს 30 კალენდარულ დღეს. ამ ვადაში, დეკლარირების განუხორციელებლობის შემთხვევაში, საფოსტო გზავნილი უკან ბრუნდება გამომგზავნთან, თუ ადრესატი არ მიიღებს მისი სახელმწიფოსთვის  გადაცემის გადაწყვეტილებას. სახმელეთო ამანათი არ ექვემდებარება უკან - გამგზავნისთვის - დაბრუნებას და იგი გადაეცემა სახელმწიფოს.

71.7.     „საქართველოს ფოსტა“ პასუხს არ აგებს მომხმარებლის მიერ შევსებულ საბაჟო დეკლარაციაზე, აგრეთვე იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც საბაჟო ორგანოების მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული იქნება საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საფოსტო გზავნილების შემოწმებისას.

 
მუხლი 71. სავალდებულო საბაჟო პროცედურებს დაქვემდებარებული საფოსტო გზავნილების საქართველოს ტერიტორიაზე ჩაბარების წესი