მომხმარებლის სახელმძღვანელო
30.1. საერთაშორისო სახმელეთო ამანათის უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებისა და საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირების ვადები:
30.1.1. საერთაშორისო სახმელეთო ამანათის უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებისა და საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირების ვადებია:
რუსეთი - 4 (ოთხი) კალენდარული დღე;
თურქეთი - 4 (ოთხი) კალენდარული დღე;
საბერძნეთი - 6 (ექვსი)კალენდარული დღე;
იტალია - 7 (შვიდი)კალენდარული დღე;
30.2. საერთაშორისო სახმელეთო ამანათის საქართველოს ტერიტორიაზე ჩაბარების (შეტყობინების დატოვების) ვადები:
30.2.1. საერთაშორისო სახმელეთო ამანათის საქართველოს ტერიტორიაზე ჩაბარების (შეტყობინების დატოვების) ვადებია:
3 (სამი) სამუშაო დღე - საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისა და საბაჟო პროცედურების დასრულებიდან - გარდა სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულში ჩასაბარებელი გზავნილებისთვის;
5 (ხუთი) სამუშაო დღე - საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისა და საბაჟო პროცედურების დასრულებიდან - სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულში ჩასაბარებელი გზავნილებისთვის.