მომხმარებლის სახელმძღვანელო
10.1. საერთაშორისო შემომავალი და ადგილობრივი წერილობითი კორესპონდენ- ციის საქართველოს ტერიტორიაზე ჩაბარების (შეტყობინების დატოვების) ვადები
10.1.1. საერთაშორისო შემომავალი და ადგილობრივი წერილობითი კორესპონდენციის საქართველოს ტერიტორიაზე ჩაბარების (შეტყობინების დატოვების) ვადებია:
3 (სამი)სამუშაო დღე მისი მიღებიდან - გარდა სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულში მიღებული ან ამ ერთეულებში ჩასაბარებელი გზავნილებისთვის;
5 (ხუთი) სამუშაო დღე მისი მიღებიდან - სპეციალურ ადმინისტრაციულ ერ- თეულში მიღებული ან ამ ერთეულებში ჩასაბარებელი გზავნილებისთვის;
10.2. საერთაშორისო გამავალი წერილობითი კორესპონდენციის დანიშნულების ქვეყანაში გაგზავნის/შესვლის და მისი ამ ქვეყანაში ადრესატისათვის ჩაბარების ვადები
10.2.1. საქართველოდან გაგზავნილი წერილობითი კორესპონდენციის დანიშნულების ქვეყანაში შესვლის ვადებია:
ა) ევროპა:
„საქართველოს ფოსტის“ მიერ მარტივი წერილობითი კორესპონდენციის ქ.თბილისის ადმინისტრაციულ ერთეულში მიღებიდან - 4 (ოთხი)სამუშაო დღე;
„საქართველოს ფოსტის“ მიერ მარტივი წერილობითი კორესპონდენციის საქართველოს ტერიტორიაზე (გარდა ქ. თბილისსა და სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულებში მიღებული გზავნილებისა) მიღებიდან - 5 (ხუთი) სამუშაო დღე;
„საქართველოს ფოსტის“ მიერ მარტივი წერილობითი კორესპონდენციის სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულებში მიღებიდან - 6 (ექვსი) სამუშაო დღე;
ბ) დანარჩენი მსოფლიო
„საქართველოს ფოსტის“ მიერ მარტივი წერილობითი კორესპონდენციის ქ.თბილისის ადმინისტრაციულ ერთეულში მიღებიდან - 5 (ხუთი)სამუშაო დღე;
„საქართველოს ფოსტის“ მიერ მარტივი წერილობითი კორესპონდენციის საქართველოს ტერიტორიაზე (გარდა ქ. თბილისსა და სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულებში მიღებული გზავნილებისა) მიღებიდან - 6 (ექვსი) სამუშაო დღე;
„საქართველოს ფოსტა“-ს მიერ მარტივი წერილობითი კორესპონდენციის სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულებში მიღებიდან - 7 (შვიდი) სამუშაო დღე;
10.2.2. საქართველოდან გაგზავნილი წერილობითი კორესპონდენციის დანიშნულების ქვეყანაში ჩაბარების ვადები განისაზღვრება მიმღები ქვეყნის მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, რომელიც ქვეყნების მიხედვით მერყეობს 2-დან 20 სამუშაო დღემდე.