მისია, ხედვა

მისია
უნივერსალური საფოსტო მომსახურების პრინციპიდან გამომდინარე, დაიცვას და უზრუნველყოს თითოეული მოქალაქის უფლება შეუფერხებლად მიიღოს სფოსტო მომსახურება.


ხედვა
ფოსტის მიზანია,  გახდეს ლიდერი ბრენდი საფოსტო გზავნილებში - ქვეყნის სახე, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მის ფარგლებს გარეთ. 
საქართველოს ფოსტა უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნას. პროფესიონალებით დაკომპლექტებულ სერვის ცენტრებში მაღალკვალიფიციური მომსახურების შეთავაზებას და თითოეული გზავნილის ადრესატამდე უვნებლად და დროულად მიტანას. ყველა დაკვეთა მერცხლის სისწრაფით, თავდაუზოგავი შრომითა და კაცთმოყვარეობით სრულდება. მომხმარებელს შეუძლია დარწმუნებული იყოს,  რომ ქვეყნის ყველაზე შორეულ წერტილამდე, წელიწადის ნებისმიერ დროსა და ამინდში, საქართველოს ფოსტა უზრუნველყოფს გზავნილის საიმედო და სწრაფ გადაადგილებას.