ისტორია

 

საქართველოში ფოსტის არსებობას დიდი ხნის ისტორია აქვს. უძველესი დროიდან ცნობილია, რომ საქართველოში ცნობების სწრაფად გადაცემა ხორციელდებოდა "შიკრიკთა" და "მალემსბოლთა" მეშვეობით, რომლებიც არაერთხელ არიან მოხსენიებულნი "ქართლის ცხოვრებაში." XIX საუკუნის დამლევს, ქართული ეკონომიკური აზროვნების მნიშვნელოვანი წარმომადგენელი იოანე ბატონიშვილი, რომელმაც სახელმწიფო წესწყობილების რეფორმის კანონპროექტიშეადგინა, მიიჩნევდა, რომ ფოსტის სადგურების მოწყობა ფრიად სასარგებლო იქნებოდა ხალხისათვის და შემოსავალს მისცემდა ხაზინას. აღებ-მიცემობის გაფართოება ფოსტის გარეშე შეუძლებელი იყო, ამიტომ იგი მოითხოვდა ფოსტის დაწესებას და საფოსტო დაწესებულების შექმნას. იგი წერდა: "ფოსტები ანუ ჩაფარხანა რაოდენ შეიძლებოდეს განწესდეს სამ ადგილას: ქართლსა, კახეთსა და თათრებში"...

საქართველოში პირველი ფოსტის გადაზიდვასთან დაკავშირებულია ქართული ურმის სახელი. პოპოვის სახელობის კავშირგაბმულობის ცენტრალურ მუზეუმში (სანკტ-პეტერბურგში)ფოსტის გადაზიდვის უძველესსაშუალებებთან ერთად გამოფენილია ქართული ურემიც. ურემში შებმული ხარები მძიმედ ეწევიან ფოსტის დიდ ყუთს. ურემს წინ ორი ქართველი მიუძღვის. ქართული ურმით ფოსტის გადაზიდვას ბევრ ქვეყანაში მიუქცევია ყურადღება. 1900 წელს, გერმანულიდან რუსულ ენაზე თარგმნილ წიგნში - "ტექნიკა და მრეწველობა" (მეათე ტომი), რომელშიც აღწერილია ბერლინის საფოსტო მუზეუმის ზოგიერთი უნიკალური ექსპონატი, ნათქვამია: ამ მუზეუმში რუსეთის ექსპონატებიდან განსაკუთრებით საინტერესოა "ორთვალიანი ქართული ურმით ფოსტის გადაზიდვის სურათები". აქედან ცხადია, რომ ქართულმა ურემმა თავისი ადგილი დაიკავა მსოფლიოში ფოსტის გადაზიდვის პირველ საშუალებათა შორის. პოპოვის სახელობის მუზეუმის ერთ-ერთი კატალოგი გვამცნობს, რომ ჩიკაგოში, 1893 წელს მოწყობილ მსოფლიოს საფოსტო გამოფენაზე, რუსეთის საფოსტო განყოფილებაში ნაჩვენები იყო ქართული საფოსტო ურმის მოდელი და კავკასიონზე ფოსტის გადატანის ნახატი. საქართველოში საფოსტო კავშირების განვითარებასთან პირდაპირ იყო დაკავშირებული საფოსტო მიმოსვლის გაუმჯობესება კავკასიონის გავლით - საქართველოდან რუსეთში.

1993

1993 წლიდან საქართველო მსოფლიო საფოსტო კავშირის წევრია. ამ კავშირის წევრობა საქართველოსათვის მნიშვნელოვანია, რადგანაც იგი საშუალებას იძლევა ქვეყნის საფოსტო ქსელი ინტეგრირებული იყოს მსოფლიო საფოსტო კავშირის ქსელებში.

1913

მდგომარეობით კი საქართველოში 108 საფოსტო განყოფილება ფუნქციონირებდა.

1901

"გაზეთი ივერია" - საფოსტო განყოფილებებიგაიხსნა ახმეტასა და იყალთოში.

1894

1894 წლიდან ფულის გაგზავნა ხორციელდებოდა შემდეგნაირად - გამგზავნი ფულს მიიტანდა ფოსტაში, ფოსტა ფულის მიღების კვიტანციას აძლევდა გამგზავნელს და შემდეგ ადრესატს უგზავნიდა ტალონს, რომლითაც ის ფოსტიდან ფულს მიიღებდა. ამ წესით იგზავნებოდა არა უმეტეს 1000 მანეთისა. (გაზეთი "ივერია" N229.)

ილიასეული გაზეთი "ივერია" ყურადღებას ამახვილებდა იმაზე, რომ ფოსტა აახლოებდა ადამიანებს, აცხოველებდა ვაჭრობას, ხალხში შეჰქონდა განათლება.

საფოსტო ქსელის გაფართოებას და განყოფილებების გახსნას საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და განსაკუთრებით სოფლებში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. რაც მეტი იქნებოდა საფოსტო განყოფილება, მით უფრო ადვილად შეეძლოთ ადამიანებს ესარგებლად საფოსტო მომსახურების სიკეთით. შემდგომ თანდათანობით ვითარდებოდა და იზრდებოდა საფოსტო კავშირის ქსელი და დღეისათვის, კავშირგაბმულობის ელექტრონული ფორმების გამოყენების უპრეცენდენტო გაფართოების პროცესში, 1995 წელს სახელმწიფოს 100 %-იანი წილით,  "საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს" მიერდაფუძნებული საქართველოს ფოსტა, კვლავ ინარჩუნებს თავის უნიკალურ ადგილს, ეწევა რა უნივერსალურ საფოსტო მომსახურებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

1893

"გაზეთი ივერია" - განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სოფლებში ფოსტის გადატანის ორგანიზებას.

1886

გაიხსნა ფოსტის გზა რაჭა-ლეჩხუმის მიმართულებით - "ფოსტის გზას დიდი მხიარულობით ეგებება ხალხი" წერდა გაზეთი "ივერია". - რამდენის მთქმელია ეს სიტყვები . საქართველოში შესანიშნავად ესმოდათ კავშირგაბმულობის ამ დარგის მნიშვნელობა.
ამავე წელს მცხეთაში დაარსდა ფოსტის განყოფილება.

1879

1879 წელს გაზეთი დროება (ს.მესხი - სტატია "უპოჩტობა"-) წერდა -" მომეტებულ ნაწილს საქართველოს ადგილებში, გარდა იმ ქალაქ-დაბებისა, რომლებიც რკინიგზაზე მდებარეობენ, კვირაში მხლოდ ორჯერ და სამჯერ მოდის ფოსტა... მგონია დრო არის ფოჩტის გამგეობამ და ჩვენმა უმაღლესმა მთავრობამ ამ გარემოებას ჯეროვანი ყურადღება უნდა მიაქციოს, რაც ამ ოცი წლის წინ იყო, ის აღარ არის დღეს ჩვენი ცხოვრება : მუდამდღე მატულობს ჩვენს ქვეყანაში ვაჭრობა და წარმოება, მუდამდღე მრავლდებიან შკოლები, მრავლდება წერა-კითხვის მცოდნე ხალხი, რომელთაც სურთ ფოსტის ამბები შეიტყონ, ერთი-ორად უფრო ხშირია ახალი სხვადასხვა მაზრების ხალხების ერთმანეთში მისვლა-მოსვლა და კავშირი. ამას გარდა, თვით მმართველობისთვისაც აუცილებლად საჭიროა გამართული ფოჩტის გზა და კორესპოდენდენცია". მას მიაჩნდა, რომ სჯობდა გაძვირებულიყო ფოსტის გაგზავნა, სამაგიეროდ გაუმჯობესებულიყო მისი ორგანიზაცია. ... "ოღონდ კი იყოს ფოჩტა, ოღონდ კი შეიძლებოდეს ფოჩტის დროზე და რიგიანად წიგნებისა და გაზეთების მიღება და მომეტებულ ხარჯს უეჭველია არავინ დაზოგავს" წერდა გაზეთი.

1870

თბილისის, მცხეთის, დუშეთის, ფასანაურის, მლეთის, გუდაურის, ყაზბეგის, ლარსის, ბალტას და ვლადიკავკაზის საფოსტო სადგურებში ცხენების რაოდენობა 652-მდე გაიზარდა. მოწინავე ქართული საზოგადოება განსაკუთრებული ყურადღებით ადევნებდა თვალყურს საფოსტო მიმოსვლას საქართველოს სამხედრო გზაზე. ამ მხრივ საგულისხომოა რუსეთის ტექნიკური საზოგადოების კავკასიის განყოფილების მოღვაწეობა საქართველოს სამხედრო გზაზე ფოსტის მიმოსვლის გაუმჯობესებისათვის. ამ განყოფილების თავმჯდომარემ, რუსეთსა და საქართველოში კარგად ცნობილმა მეცნიერმა და ინჟინერმა მ. გარსევანიშვილმა 1876 წლის 14 დეკემბერს გამართულ სხდომაზე მოიყვანა პეტერბურგიდან ფოსტის დაგვიანების მაგალითები. განსაკუთრებით ქვიშხეთსა და ყაზბეგის მიმართულებით, თოვლისა და ზვავების გამო. რის გამოც გზათა მიმოსვლის მერვე ოლქის მმართველობამ წინადადებით მიმართა პეტერბურგს: თუ თბილისში ფოსტის გამოგზავნა5 დღით შეფერხდებოდა, მაშინ იგი თემურ-ხან-შურაზე, დერბეტზე, ბაქოზე, ელიზავეტოპოლზე გავლით უნდა გამოეგზავნათ 200 ვერსის ნაცვლად, 1211 ვერსის შემოვლით.

1862

თბილისსა და ვლადიკავკაზს შორის 11 ახალი სადგურის აგება დაიწყო.

1840

შეიქმნა XII საფოსტო ოლქი მის გამგეობაში შევიდა "ქართლ-იმერეთის" და კასპის ოლქი. 1857 წელს, ოლქის მმართველის (ნ.კახანოვი) თხოვნის თანახმად, თბილისში საფოსტო კანტორასთან გაიხსნა ფოსტის განყოფილება. კახანოვმა ორი თვის მანძილზე გარკვეული რეფორმები გაატარა საფოსტო საქმეში. საინტერესოა ის ფაქტი, რომ სწორედ მას მიაწერენ "თბილისის მარკის" გამოშვებას.

1832

საქართველოს ზოგიერთ საფოსტო ტრაქტზე ფოსტის სადგურები კერძო პირებს ეკუთვნოდათ, შემდგომ კი - 1836 წლიდან, დაიწყო სადგურების საფოსტო უწყებისათვის გადაცემა.

1826

ფოსტის გადასატანად დამატებით 120 ცხენი გამოეყო.

1805

თბილისში გაიხსნა პირველი საფოსტო კანტორა.

1804

ფოსტა ვლადიკავკაზსა და თბილისს შორის მხოლოდ ცხენიანი ესტაფეტით გადაჰქონდათ.