ჩვენს შესახებ

საქართველოს ფოსტა წარმოადგენს ლიდერ ეროვნულ საფოსტო ოპერატორს, რომლის ძირითადი საქმიანობაა მომხმარებლის უზრუნველყოფა უნივერსალური საფოსტო მომსახურების სფეროში შემავალი სერვისებით. კომპანია ორიენტირებულია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე, რაც საშუალებას აძლევს მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში მოემსახუროს მომხმარებლებს.

საქართველოს ფოსტა გახლავთ საერთაშორისო საფოსტო კავშირების UPU-ს  და PostEurope-ის წევრი, PostEurop-ი წარმოადგენს ევროპის საზოგადოებრივ საფოსტო კავშირს, რომელიც 1993 წელს დაარსდა ბრიუსელში და აერთიანებს 49 ქვეყნის 52 საფოსტო ოპერატორს.  ხოლო UPU გახლავთ, უნივერსალური საფოსტო კავშირი რომელიც 1874 წელს დაფუძნდა შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში და აერთიანებს 192 ქვეყანას, იგი მსოფლიოში ერთ-ერთ უძველესი საერთაშორისო ორგანიზაციაა. ამასთანავე, საქართველო პირველად გახდა მსოფლიო საფოსტო კავშირის ადმინისტრაციული საბჭოს CA-ს და საფოსტო ოპერაციების საბჭოს POC-ს წევრი, ასევე მსოფლიო საფოსტო კავშირის ადმინისტრაციული საბჭოს CA-ს თავმჯდომარის მოადგილე ქვეყანა. ამისათვის მრავალი ძირეული რეფორმა გატარდა როგორც საოპერაციო, ასევე სერვისების განვითარების მიმართულებით. განხორციელდა კომპანიის რებრენდინგი, განახლდა სერვის ცენტრები, მოხდა თანამშრომელთა გადამზადება, შეიქმნა ახალი სამუშაო სტანდარტები და დაინერგა უახლესი ტექნოლოგიები, რამაც საქართველოს ფოსტის სანდო და მნიშვნელოვან პარტნიორად აღიარება განაპირობა და დღეს საქართველოს ფოსტა მსოფლიოს 191 ქვეყანასთან წარმატებით თანამშრომლობს.

 

საქართველოს ფოსტა წარმოადგენს ქვეყანაში უმსხვილეს საფოსტო ორგანიზაციას, რომელიც გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვის ცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. დღეს საქართველოს ფოსტა 82 სერვის ცენტრით არის წარმოდგენილი მთელი ქვეყნის მასშტაბით, კომპანიაში დასაქმებულია 2700 მაღალკვალიფიციური კადრი.


შპს "საქართველოს ფოსტა" ახორციელებს:

-

საფოსტო გზავნილთა (წერილობითი კორესპონდენცია, ამანათი, EMS გზავნილი, ავია გზავნილი)
მიღებას, დამუშავებას, გაგზავნას, გადაზიდვასა და ჩაბარებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ - 190-ზე მეტ ქვეყანაში;

 

- კომუნალური მომსახურების გადასახადების მიღებას;
- ფულადი გზავნილების გაგზავნასა და სატელეგრაფო მომსახურებას;
 

   
საქართველოს ფოსტა თავის სტრუქტურაში აერთიანებს:
- "საქართველოს საერთაშორისო დაჩქარებულ ფოსტას" (EMS), რომელიც "Express mail services"-ის მსოფლიო ქსელში, 2001 წლის 1 მარტიდან არის ჩართული;