კარიერა

შპს „საქართველოს ფოსტა“ აცხადებს საკურიერო სამსახურში კურიერის ვაკანსიას

გამოქვეყნებულია: 21 აპრილი 2022  /  ძალაშია: 21 მაისი 2022

სამუშაო ადგილი - თბილისი

ანაზღაურება - 1300 ლარი

 

სამუშაო გრაფიკი - I  კვირა - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 10:00 – 18:00, შაბათი 12:00 – 16:00; კვირა დასვენება;

II კვირა - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 11:30 – 20:00, შაბათი  და კვირა დასვენება.

 

ძირითადი მოვალეობები:

 

·         საკურიერო მომსახურების გაწევა იურიდიული პირებისათვის;

·         სხვადასხვა სახის საფოსტო გზავნილების ადრესატისათვის მიწოდება და არსებული წესის შესაბამისად გადაცემა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

·         ქართული ენის ცოდნა;

·         საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა;

·         კანდიდატს უნდა ჰქონდეს ან დასაქმების შემთხვევაში აიღოს, A1 ან A კატეგორიის მართვის მოწმობა და უნდა შეეძლოს სკუტერის მართვა.

 

უნარ–ჩვევები:

 

·         სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;

·         სიახლის ათვისების უნარი;

·         ყურადღება დეტალების მიმართ;

·         მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;

·         გუნდური მუშაობა;

·         სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი.

 

კანდიდატთა შერჩევა:

 

კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:

 

-          კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა ან CV საფუძველზე;

-          გასაუბრება;

-          მოსამზადებელი 2 კვირა.

 

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე  ან CV შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge. გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - საკურიერო სამსახურის კურიერი .

 

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა  21.05.2022