კარიერა

შპს „საქართველოს ფოსტა“ აცხადებს თბილისის სერვისცენტრის გაყიდვების ოპერატორის ვაკანსიას (რეზერვი)

გამოქვეყნებულია: 26 მარტი 2021  /  ძალაშია: 26 აპრილი 2021

ძირითადი მოვალეობები:

 

·         სერვისცენტრის მომხმარებლებისათვის საფოსტო მომსახურების გაწევა;

·         მომხმარებელთა მოთხოვნის იდენტიფიცირება და შესაბამისი პროცედურული რეაგირება;

·         მომხარებლის პროდუქტებსა და მომსახურებაზე ინფორმაციის მიწოდება, არსებული პროდუქტების გაყიდვა;

·         მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

·         უმაღლესი განათლება ნებისმიერი პროფილით;

·         სასურველია 3-6 თვიანი სამუშაო გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას;

·         ქართული ენის  ცოდნა;

·         რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე

·         MS პროგრამების ცოდნა;

·         მონაცემეთა ბაზებში მუშაობის გამოცდილება

 

უნარ–ჩვევები:

 

·         სამუშაოს დაგეგმვისა და  დროის მართვის უნარი;

·         სიახლის ათვისებისა და თვითგანვითარების უნარი.

·         სხარტი აზროვნების უნარი;

·         ყურადღება დეტალების მიმართ;

·         მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;

·         ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;

·         სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი.

კანდიდატთა შერჩევა:

 

კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს:

-               ჯგუფური გასაუბრება;

-              ტესტირება;

-              ინდივიდუალური გასაუბრება;

-             მოსამზადებელი ეტაპი  2 კვირა.

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ შეავსოთ კანდიდატის განაცხადის ფორმა და გამოაგზავნოთ რეზიუმესთან (CV) ერთად შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge  გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება - გაყიდვების ოპერატორი (რეზერვი).

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 26.04.2021