კარიერა
შპს „საქართველოს ფოსტა“ აცხადებს ქოლცენტრის ოპერატორის ვაკანსიას (რეზერვი)
ძირითადი მოვალეობები:
· ქოლცენტრში შემოსული ზარების მომსახურება/გადამისამართება;
· მომხმარებლისთვის საინფორმაციო, საკონსულტაციო და გზავნილის საძიებო მომსახურების გაწევა;
· მომხმარებლისაგან შეკვეთის მიღება საფოსტო მომსახურების გარკვეული სახეობების განხორციელებაზე და მისი გადაცემა დანიშნულებისამებრ;
· მომხმარებლის სატელეფონო მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· უმაღლესი განათლება (ნებისმიერი მიმართულებით)
· 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას.
· ქართულ ენაზე გამართული მეტყველება;
· აუცილებელია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.
ძირითადი უნარ–ჩვევები:
· სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
· მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა;
· დეტალებზე ორიენტირებულობა;
· კომუნიკაციის უნარი;
· გამართულად მეტყველება;
· გუნდური მუშაობა;
· პროგრამაში, მონაცემეთა ბაზებში სწრაფად მუშაობის უნარი.
კანდიდატთა შერჩევა:
კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს:
- ჯგუფური გასაუბრება
- ინდივიდუალური გასაუბრება
- მოსამზადებელი ეტაპი
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ შეავსოთ კანდიდატის განაცხადის ფორმა და გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „ქოლცენტრის ოპერატორი (რეზერვი)“.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 19.03.2021