კარიერა

შპს „საქართველოს ფოსტა“ აცხადებს კურიერის ვაკანსიას დმანისის სერვისცენტრში

გამოქვეყნებულია: 29 იანვარი 2021  /  ძალაშია: 1 მარტი 2021

ძირითადი მოვალეობები:

 

·         საკურიერო მომსახურების გაწევა როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისათვის;

·         სხვადასხვა სახის საფოსტო გზავნილების აღრიცხვა, ადრესატისათვის მიწოდება და არსებული წესის შესაბამისად გადაცემა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·         სასურველია უმაღლესი განათლება, ბაკალავრიატი ნებისმიერი პროფილით;

·         სასურველია 3–6 თვიანი სამუშაო გამოცდილება, უპირატესობა მიენიჭება მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას;

·         ქართული ენის  ცოდნა;

·         მართვის მოწმობა B კატეგორია;

(კანდიდატმა უნდა იცოდეს მექანიკის სისტემის მქონდე ავტომობილის მართვა);

·         საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა.

 

უნარ–ჩვევები:

·         სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;

·         კომუნიკაციის უნარი;

·         გამართულად მეტყველების უნარი;

·         ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;

·         მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;

 

კანდიდატთა შერჩევა:

 

კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამოდენიმე ეტაპს:

-          კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განცხადის ფორმების საფუძველზე;

-          გასაუბრება,

-          მოსამზადებელი ეტაპი

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ შეავსოთ კანდიდატის განაცხადის ფორმა და გამოაგზავნოთ რეზიუმესთან (CV) ერთად შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge  გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ  ვაკანსიის დასახელება - დმანისის კურიერი.

დავუკავშირდებით მხოლოდ შესაბამის კანდიდატებს, რომლებიც გამოგზავნიან სრულყოფილად შევსებულ განაცხადის ფორმას რეზიუმესთან ერთად.

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა  29.02.2021