კარიერა

შპს „საქართველოს ფოსტა“ აცხადებს ზუგდიდის სერვისცენტრში ბექ ოფისის ჯგუფის უფროსის ვაკანსიას

გამოქვეყნებულია: 25 სექტემბერი 2020  /  ძალაშია: 25 ოქტომბერი 2020

ექვემდებარება სერვისცენტრის მენეჯერს და მისი მიზანია სერვისცენტრის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ბექ ოფისის ჯგუფის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა და ბექ ოფისის ჯგუფის მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის კონტროლი;

·         ბექ ოფისის თანამშრომელთა სამუშაოს შესრულების კონტროლი;

  • არსებული წესის შესაბამისად, საფოსტო გზავნილების მიღების, აღრიცხვის, დამუშავებისა და გაგზავნის კოორდინირება;

·         ელექტრონულ ბაზაში მონაცემების აღრიცხვის კონტროლი;

·         სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა საქმიანობების შესრულება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·         უმაღლესი განათლება ნებისმიერი პროფილით;

·         ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;

·         სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;

·         MS პროგრამების ცოდნა.

 

უნარ–ჩვევები:

·         მართვისა და ხელმძღვანელობის უნარი;

·         სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;

·         თანამშრომლების მოტივაციისა და განვითარების უნარი;

·         სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი, მართვის უნარი;

·         დეტალებზე ორიენტირებულობა;

·         შედეგზე ორიენტირებულობა.

 

 

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:

-          კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განცხადის ფორმების საფუძველზე;

-          გასაუბრება.

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ შეავსოთ კანდიდატის განაცხადის ფორმა და თქვენს რეზიუმესთან (CV) ერთად გამოაგზავნოთ შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge  გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. დაუკავშირდებით მხოლოდ შესაბამის კანდიდატებს, რომლებიც გამოგზავნიან სრულყოფილად შევსებულ განაცხადის ფორმას რეზიუმესთან ერთად.

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა  25.10.2020