კარიერა

შპს „საქართველოს ფოსტა“ აცხადებს ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის ვაკანსიას

გამოქვეყნებულია: 25 სექტემბერი 2020  /  ძალაშია: 25 ოქტომბერი 2020

ძირითადი მოვალეობები:

 

  • სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალების ტექნიკური და პროგრამული მომსახურება, ინკასაცია;
  • ტერმინალების ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი;
  • დროული რეაგირება ტერმინალების ტექნიკური ხარვეზების აღმოსაფხვრელად;
  • გაუმართაობის შემთხვევაში, ტერმინალების ადგილზე შეკეთება;
  • ტერმინალის დეტალების რემონტი, მონტაჟი და დემონტაჟი;

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

·         პროფესიული ან უმაღლესი ტექნიკური განათლება;

·         ანალოგიური თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება

·         მართვის მოწმობა B კატეგორია;

 

კანდიდატთა შერჩევა:

 

კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:

-         კანდიდატთა შერჩევა რეზუმეების საფუძველზე;

-         გასაუბრება.

 

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე/CV შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge  გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ტექნიკური მომსახურების სპეციალისტი.

 

 

 

სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა  25.10.2020