კარიერა

შპს „საქართველოს ფოსტა“ აცხადებს დაცვის თანამშრომლის ვაკანსიას

გამოქვეყნებულია: 26 ოქტომბერი 2018  /  ძალაშია: 23 ნოემბერი 2018

სამუშაო ადგილი - თბილისი

სამუშაო განრიგი - ცვლიანი განრიგი

 

ძირითადი მოვალეობები:

·         ობიექტის დაცვა და წესრიგის უზრუნველყოფა;

·         ობიექტის მატერიალური ფასეულობების გატანა–შემოტანის მონიტორინგი;

·         ობიექტზე წესრიგის დაცვა;

·         საშვის რეჟიმის დაცვა, ვიზიტორთა  შესვლის/გასვლის კონტროლი.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·         სასურველია მსგავს პოზიციაზე (დაცვის სამსახური) 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება;

·         ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;

·         უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომლებსაც გავლილი აქვთ სამხედრო სავალდებულო სამსახური.

 

 

უნარ–ჩვევები:

·         კომუნიკაციის უნარი;

·         ყურადღება დეტალების მიმართ;

·         პრობლემის გადაწყვეტის უნარი (თავის კომპეტენციის ფარგლებში);

·         სტრესის მართვის უნარი.

 

 

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას და სტაჟირებას.

 

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ  გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV)  შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge  გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - დაცვის თანამშრომელი.

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა  23.11.2018