კარიერა

შპს „საქართველოს ფოსტა“ აცხადებს კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის ვაკანსიას

გამოქვეყნებულია: 26 ოქტომბერი 2018  /  ძალაშია: 20 ნოემბერი 2018

ძირითადი მოვალეობები:

-          კორპორატიული მომხმარებლების მოზიდვა;

-          კორპორატიული მომხმარებლებისათვის კომპანიის პროდუქტების და მომსახურების შეთავაზება;

-          კორპორატიული მომხმარებლებისათვის კონსულტაციის გაწევა;

-          კომპანიის პროდუქტების გაყიდვების სტიმულირება და გაყიდვების გეგმის შესრულების უზრუნველყოფა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·         უმაღლესი განათლება – ბაკალავრიატი/მაგისტრატურა (მარკეტინგი, გაყიდვების, ბიზნესის ადმინისტრირება)

·         1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების/მომსახურების სფეროში;

·          ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;

·         რუსული და ინგლისური ენების ცოდნა კარგ სამუშაო დონეზე;

·         MS Office პროგრამების ცოდნა.

 

უნარ–ჩვევები:

·         სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;

·         მოლაპარაკებების წარმოების უნარი;

·         პრეზენტაციის ჩატარების უნარი;

·         მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;

·         შედეგზე ორიენტირებული;

 

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:

-          კანდიდატთა შერჩევა რეზუმეებისა და კანდიდატის განცხადის ფორმების საფუძველზე;

-          გასაუბრება.

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, შეავსოთ კანდიდატის განაცხადის ფორმა და თქვენს რეზიუმესთან (CV) ერთად გამოაგზავნოთ შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge  გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

 

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა  20.11.2018