კარიერა

შპს „საქართველოს ფოსტა“ აცხადებს თბილისის სერვისცენტრის გაყიდვების ოპერატორის ვაკანსიას

გამოქვეყნებულია: 19 ოქტომბერი 2018  /  ძალაშია: 16 ნოემბერი 2018

ძირითადი მოვალეობები:

·         სერვისცენტრის მომხმარებლებისათვის საფოსტო მომსახურების გაწევა

·         მომხმარებელთა მოთხოვნის იდენტიფიცირება და შესაბამისი პროცედურული რეაგირება

·         მომხარებლის პროდუქტებსა და მომსახურებაზე ინფორმაციის მიწოდება, არსებული პროდუქტების გაყიდვა

·         მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·         უმაღლესი განათლება ნებისმიერი პროფილით

·         სასურველია 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას.

·         ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;

·         რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე (B2 დონეზე)

·         MS პროგრამების ცოდნა;

·         მონაცემეთა ბაზებში მუშაობის გამოცდილება

 

უნარ–ჩვევები:

·         სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;

·         მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა;

·         დეტალებზე ორიენტირებულობა;

·         კომუნიკაციის უნარი;

·         გამართულად მეტყველება;

·         გუნდური მუშაობა;

·         პროგრამაში, მონაცემეთა ბაზებში სწრაფად მუშაობის უნარი.

 

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს:

-               ჯგუფური გასაუბრება ;

-              ტესტირება;

-              ინდივიდუალური გასაუბრება;

-             სტაჟირება.

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ შეავსოთ კანდიდატის განაცხადის ფორმა და გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge  გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 16.11.2018