კარიერა

შპს „საქართველოს ფოსტა“ აცხადებს ქოლცენტრის ოპერატორის ვაკანსიას

გამოქვეყნებულია: 9 ოქტომბერი 2018  /  ძალაშია: 31 ოქტომბერი 2018

ძირითადი მოვალეობები:

·         ქოლცენტრში შემოსული ზარების მომსახურება/გადამისამართება;

·         მომხმარებლისთვის საინფორმაციო, საკონსულტაციო და  გზავნილის საძიებო მომსახურების გაწევა;

·          მომხმარებლისაგან შეკვეთის მიღება საფოსტო მომსახურების გარკვეული სახეობების განხორციელებაზე  და მისი გადაცემა  დანიშნულებისამებრ;

·         მომხმარებლის სატელეფონო მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·         უმაღლესი განათლება (ნებისმიერი მიმართულებით)

·         6 თვიანი სამუშაო გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას.

·         ქართულ ენაზე გამართული მეტყველება;

·         აუცილებელია რუსული ან/და ინგლისური ენების ცოდნა.

 

ძირითადი უნარ–ჩვევები:

·         სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;

·         მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა;

·         დეტალებზე ორიენტირებულობა;

·         კომუნიკაციის უნარი;

·         გამართულად მეტყველება;

·         გუნდური მუშაობა;

·         პროგრამაში, მონაცემეთა ბაზებში სწრაფად მუშაობის უნარი.

 

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს:

-                      ჯგუფური გასაუბრება

-                      ინდივიდუალური გასაუბრება

-                      ტესტირება

-                      სტაჟირება

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ შეავსოთ კანდიდატის განაცხადის ფორმა და გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge  გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „ქოლცენტრის ოპერატორი“.

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 31.10.2018