კარიერა

შპს „საქართველოს ფოსტა“ აცხადებს კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის ვაკანსიას

გამოქვეყნებულია: 12 ივლისი 2018  /  ძალაშია: 26 ივლისი 2018

ძირითადი მოვალეობები:

-        კორპორატიული მომხმარებლების მოზიდვა;

-        კორპორატიული მომხმარებლებისათვის კომპანიის პროდუქტების და მომსახურების შეთავაზება;

-        კორპორატიული მომხმარებლებისათვის კონსულტაციის გაწევა;

-        კომპანიის პროდუქტების გაყიდვების სტიმულირება და გაყიდვების გეგმის შესრულების უზრუნველყოფა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·        უმაღლესი განათლება – ბაკალავრიატი/მაგისტრატურა (მარკეტინგი, გაყიდვების, ბიზნესის ადმინისტრირება)

·        1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების/მომსახურების სფეროში;

·         ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;

·        რუსული და ინგლისური ენების ცოდნა კარგ სამუშაო დონეზე;

·        MS Office პროგრამების ცოდნა.

 

უნარ–ჩვევები:

·        სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;

·        მოლაპარაკებების წარმოების უნარი;

·        პრეზენტაციის ჩატარების უნარი;

·        მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;

·        შედეგზე ორიენტირებული;

 

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:

-        კანდიდატთა შერჩევა რეზუმეებისა და კანდიდატის განცხადის ფორმების საფუძველზე;

-        გასაუბრება.

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, შეავსოთ კანდიდატის განაცხადის ფორმა და თქვენს რეზიუმესთან (CV) ერთად გამოაგზავნოთ შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge  გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

 

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა  26.07.2018