კარიერა

შპს „საქართველოს ფოსტა“ აცხადებს დაცვის თანამშრომლის ვაკანსიას

გამოქვეყნებულია: 11 მაისი 2018  /  ძალაშია: 8 ივნისი 2018

სამუშაო განრიგი - ცვლიანი განრიგი

 

ძირითადი მოვალეობები:

·        ობიექტის დაცვა და წესრიგის უზრუნველყოფა;

·        ობიექტის მატერიალური ფასეულობების გატანა–შემოტანის მონიტორინგი;

·        ობიექტზე წესრიგის დაცვა;

·        საშვის რეჟიმის დაცვა, ვიზიტორთა  შესვლის/გასვლის კონტროლი.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·        სასურველია უმაღლესი განათლება ნებისმიერი პროფილით;

·        სასურველია მსგავს პოზიციაზე (დაცვის სამსახური) 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება;

·        ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;

·        უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომლებსაც გავლილი აქვთ სამხედრო სავალდებულო სამსახური.

 

 

უნარ–ჩვევები:

·        კომუნიკაციის უნარი;

·        ყურადღება დეტალების მიმართ;

·        პრობლემის გადაწყვეტის უნარი (თავის კომპეტენციის ფარგლებში);

·        სტრესის მართვის უნარი.

 

 

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას და სტაჟირებას.

 

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ  გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV)  შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge  გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - დაცვის თანამშრომელი.

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა  08.06.2018