კარიერა

შპს „საქართველოს ფოსტა“ აცხადებს კურიერის ვაკანსიას თელავის სერვისცენტრში

გამოქვეყნებულია: 28 სექტემბერი 2017  /  ძალაშია: 26 ოქტომბერი 2017

ძირითადი მოვალეობები:

·        საკურიერო მომსახურების გაწევა როგორც ფიზიკური ასევე იურიდიული პირებისათვის;

·        სხვადასხვა სახის საფოსტო გზავნილების აღრიცხვა, ადრესატისათვის მიწოდება და არსებული წესის შესაბამისად გადაცემა;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·        ასაკი: 19 წლიდან.

·        სასურველია უმაღლესი განათლება, ბაკალავრიატი ნებისმიერი პროფილით;

·        სასურველია 3–6 თვიანი სამუშაო გამოცდილება, უპირატესობა მიენიჭება მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას;

·        ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;

·        მართვის მოწმობა A კატეგორია;

(კანდიდატმა უნდა იცოდეს მოტოციკლის მართვა);

·        საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა.

 

უნარ–ჩვევები:

·        სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;

·        კომუნიკაციის უნარი;

·        გამართულად მეტყველების უნარი;

·        ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;

·        მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;

 

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:

 

-        კანდიდატთა შერჩევა რეზუმეებისა და კანდიდატის განცხადის ფორმების საფუძველზე;

-        გასაუბრება.

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ შეავსოთ კანდიდატის განაცხადის ფორმა და გამოაგზავნოთ რეზიუმესთან (CV) ერთად შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. დავუკავშირდებით მხოლოდ შესაბამის კანდიდატებს, რომლებიც გამოგზავნიან სრულყოფილად შევსებულ განაცხადის ფორმას რეზიუმესთან ერთად.

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა  26.10.2017