კარიერა

შპს „საქართველოს ფოსტა“ აცხადებს აეროპორტის საოპერაციო ცენტრის გაყიდვების აგენტის ვაკანსიას

გამოქვეყნებულია: 12 სექტემბერი 2017  /  ძალაშია: 30 სექტემბერი 2017

სამუშაო ადგილი - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი.

სამუშაო განრიგი - ცვლიანი განრიგი (I ცვლა 08:00-14:00;  II ცვლა 14:00-20:00III ცვლა 20:00-02:00;

 IV ცვლა 02:00 – 08:00)

 

ძირითადი მოვალეობები:

·        კლიენტების მოზიდვა და მათთვის საფოსტო პროდუქტების შეთავაზება;

·        კლიენტებისთვის საფოსტო პროდუქტებზე/მომსახურებაზე ინფორმაციის მიწოდება;

·        არსებული პროდუქტების გაყიდვა;

·        კლიენტების მაღალი სტანდარტით მომსახურება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·        უმაღლესი განათლება ნებისმიერი პროფილით;

·        სასურველია 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას.

·        ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;

·        რუსული და ინგლისური ენების ცოდნა კარგ სასაუბრო დონეზე;

·        MS პროგრამების ცოდნა;

 

უნარ–ჩვევები:

·        სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;

·        კომუნიკაციის უნარი;

·        გუნდური მუშაობი უნარი;

·        მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს:

-              ჯგუფური გასაუბრება;

-              ტესტირება;

-              ინდივიდუალური გასაუბრება.

 

 

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge  გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. დავუკავშირდებით მხოლოდ შესაბამის კანდიდატებს, რომლებიც გამოგზავნიან რეზიუმეს  ფოტოსურათთან ერთად.

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა  30.09.2017