კარიერა

შპს „საქართველოს ფოსტა“ აცხადებს ქოლ ცენტრის ოპერატორის ვაკანსიას

გამოქვეყნებულია: 4 სექტემბერი 2017  /  ძალაშია: 24 სექტემბერი 2017

ძირითადი მოვალეობები:

·         ქოლ ცენტრში შემოსული ზარების მომსახურება/გადამისამართება;

·         მომხმარებლისთვის საინფორმაციო, საკონსულტაციო და  გზავნილის საძიებო მომსახურების გაწევა;

·          მომხმარებლისაგან შეკვეთის მიღება საფოსტო მომსახურების გარკვეული სახეობების განხორციელებაზე  და მისი გადაცემა  დანიშნულებისამებრ;

·         მომხმარებლების მაღალი სტანდარტით მომსახურება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·         სასურველია უმაღლესი განათლება ნებისმიერი პროფილით;

·         სასურველია 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას.

·         ქართულ ენაზე გამართული მეტყველება;

·         აუცილებელია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

 

ძირითადი უნარ–ჩვევები:

·         სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;

·         მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა;

·         დეტალებზე ორიენტირებულობა;

·         კომუნიკაციის უნარი;

·         გამართულად მეტყველება;

·         გუნდური მუშაობა;

·         პროგრამაში, მონაცემეთა ბაზებში სწრაფად მუშაობის უნარი.

 

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს:

-  ჯგუფური გასაუბრება ;

-  ტესტირება;

-  ინდივიდუალური გასაუბრება;

-  სტაჟირება.

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ შეავსოთ კანდიდატის განაცხადის ფორმა და გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge  გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „ქოლ ცენტრის ოპერატორი“. დავუკავშირდებით მხოლოდ შესაბამის კანდიდატებს, რომლებიც გამოგზავნიან სრულყოფილად შევსებულ განაცხადის ფორმას რეზიუმესთან ერთად.

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 24.09.2017